დღეს, 28 ოქტომბერს ვარშავაში ქართველი სემინარისტი, შალვა მარკოზაშვილი დიაკვნად ეკურთხება. იგი თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა კათოლიკური საკრებულოს წევრია და რიგით მესამე სასულიერო პირი იქნება საქართველოდან, რომელიც "ნეოკატეხუმენალური გზას“ შეუერთდა.
დიაკვნად ხელდასხმის ცერემონია პოლონეთის დროით 16:30 საათზე, ხოლო საქართველოს დროით – 18:30 საათზე დაიწყება.
კარდინალი კარიმირ ნიჩი, დიაკვნად ხელს დაასხამს ვარშავის არქიეპარქიული მისიონერული სასულიერო სემინარიის “Redemptoris Mater”-ის კურსდამთავრებულებს, მათ შორის შალვა მარკოზაშვილს.
შალვა მარკოზაშვილი საქართველოდან რიგით მესასმე სასულიერო პირი იქნება, რომელმაც ვარშავაში ესსასულიერო სემინარია დაამთავრა.
1999 წელს, ვარშავაში ხელდასხმულ იქნენ:
– მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისის, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძრის წინამძღვარია
– მამა არტურ ავდალიანი, რომელიც ამჟამად იტალიაში მოღვაწეობს.
2021 წლის 28 ოქტომბერს დიაკვნად ხელდასხმულ იქნებიან:
სემ. პაველ ციგლერი
სემ. პიოტრ იაჩევსკი
სემ. შალვა მარკოშაილი
სემ. ფრანჩესკო ვიტალე
სემ. მიხალ–იან ვოიტივსკი
ვარშავის არქიეპარქიული მისიონერული სასულიერო სემინარია “Redemptoris Mater” 1990 წელს დაარსდა და იგი იმ დროისათვის,მსგავსი ტიპის,მეხუთე სასულიერო სემინარია იყო მთელს მსოფლიოში, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში –პირველი. მისი რექტორი დღემდე სლოვენიელი მღვდელი ალოიზ ობერსტარია.
ხელდასხმის ცერემონია საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება შეგეძლებათ ბმულზე – https://youtu.be/BbRbnnSqY6g
Comments