top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის გუნდი ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციაში შევიდა


პაპ ფრანცისკეს მოწოდების თანახმად, კონფლიქტის სქემის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია სპორტის დახმარებით გაჩნდეს შეხვედრის კულტურა. ვატიკანის სპორტული გუნდი Athletica Vaticana ოფიციალურად გახდა ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წევრი.


2 ივნისს, ფედერაციის წარმომადგენლები ვატიკანს სტუმრობდნენ. მისი პრეზიდენტი, ჩო ჩჟონვონი შეხვდა პაპის კულტურის საკითხთა საბჭოს ხელმძღვანელს, ეპისკოპოს პოლ თიმსს, რომელიც სპორტული საკითხებით არის დაკავებული და ვატიკანის ტაეკვონდოს კლუბს ხელმძღვანელობს.სპორტსმენებმა ეპისკოპოსთან ერთად განიხილეს სამომავლო პერსპექტივები სპორტული თანამშრომლობის კუთხით, კერძოდ კი ახალგაზრდების სპორტში ჩართვა ფონდ Humanitaria Taekwando დახმარებით.


მსოფლიო ფედერაციისა და ვატიკანის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იღებს სათავეს, როცაქალაქ–სახელმწიფოში შედგა ფედერაციის ნაკრების საჩვენებელი გამოსვლა, რომელიც გაიმართა სიმპოზიუმის, “რწმენა და სპორტი” ფარგლებში. ერთი წლის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე ჩო ჩჟონვონი შეხვდა პაპ ფრანცისკეს და მას შავი ქამარი და საპატიო 10 დანის წოდება უბოძა.


“მოხარულები ვართ მივიღოთ ჩვენს სპორტულ ოჯახში Athletica Vaticana. ტაეკვონდო ეს არის უნივერსალური ენა და მნიშვნელობა არა აქვს თუ რა რელიგიის მიმდევარი ხარ, ვინ ხარ ან სადაური ხარ. ჩვენ ყველა ვერთიანდებით სპორტში. ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაცია იზიარებს Athletica Vatican - ს ბევრ ფასეულობას და მტკიცედ გვჯერა სპორტის ძალის მეგობრობის, პატივისცემისა და მშვიდობის წინა პლანზე წამოწევისათვის”. – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ჩომ.


წყარო: www.vaticannews.va



შოთა გიქოშვილი

Comentarios


bottom of page