top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის მუზეუმებში ახალგაზრდა მომლოცველთა რიცხვმა იმატა


ვატიკანის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ბარბარა იატასგანცხადებით, პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, ახალგარზდა მომლოცველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.



“იზოლაციის პერიოდში, საკმაოდ აქტიურები ვიყავით სოციალურ ქსელებში, ხოლო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მუზეუმები კვლავ გავხსენით. მომლოცველთა შორის საგრძნობლად იმატა ახალგაზრდა დამთვალიერებელთა რიცხვმა, რაც დიდი ხანია აღარ ყოფილა”, – განაცხადა დირექტორმა ბარაბარა იატამ გამოცემა “პანორამასთან” საუბრისას. მისივე სიტყვებით, მუზეუმებისადმი სოციალურ ქსელებში ცნობილი სახეების გამოხმაურებამ, ახალგაზრდებზე დიდი გავლენა იქონია.


პაპის ხელოვნების საგანძურის დირექტორის თქმით,პანდემიის მიზეზით გამოწვეული შეზღუდვების დროს,ფიქრი იმაზე დაიწყო, თუ როგორ გაეცნო მუზეუმის პოტენციური დამთვალიერებლისათვის სამუზეუმო კოლექციები, ახალ გარემოში. სიტუაციიდან გამოსავლად მან ვირტუალური სამყარო აირჩია. მიუხედავად იმის, რომ იგი ვერ ჩაანაცვლებდა რეალურ სამყაროს, ეს მაინც დიდი დახმარება იყო მსურველთათვის.


COVID პანდემიის გამო,მუზეუმები ამ დრომდე ხშირად იკეტებოდა. სტრუქტურის დაახლოებით ათასამდე თანამშრომლისთვის ეს ურთულესი პერიოდი იყო, მაგრამ საბედნიეროდ, შესაძლო გახდა ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება, რაშიც საწყის პერიოდში ფინანსური დახმარება გაუწია ამერიკულმა საინიციატივო ფონდმა “Patrons of the Vatican Museums”.


წყარო: sib-catholic.ru

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page