1931 წლის 12 თებერვალს ვატიკანის რადიო პირველად გავიდა ეთერში, ამ თარიღიდან 91 წელი შესრულდა. 13 თებერვალს კი მეთერთმეტედ აღინიშნება რადიოს მსოფლიო დღე.
1931 წლის 12 თებერვალს 16:49 საათზე პაპმა, პიუს XI-მ, გულერმო მაკრონის მიერ შექმნილ ვატიკანის რადიოსადგურის გახსნას უხელმძღვანელა. რადიო დღემდე აგრძელებს პაპ პიუს XI-ის სულისკვეთებას. მან თქვა: “აუწყეთ ხუთივე კონტინენტს პაპისა და ეკლესიის ხმა”. ეს კი დღეს ხდება სრულიად ახალი ტექნოლოგიებით, სოციალური ქსელებისა და ვებ–გვერდების საშუალებით. რადიო ასევე მჭიდრო თანამშრომლობაშია სხვა რადიოსადგურებთან, პონტიფიკალური რადიო არის წმინდა საყდრის კომუნიკაციების დეპარტამენტის ნაწილი.
ამჟამად, ვატიკანის რადიო მსოფლიოს 41 ენაზე მაუწყებლობს და ახალ ამბებს 43 ენაზე გადასცემს, ხოლო თანამშრომლები წარმოდგენილი არიან 69 ქვეყნიდან.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments