top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი: განიარაღება - ეთიკური იმპერატივია


წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა, ჟენევის კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც განიარაღებისა და მშვიდობის გრძელვადიანი შეთანხმებისაკენ მოუწოდა: „ვერავინ იქნება უსაფრთხოდ მანამ, სანამ ყველაფერი არ იქნება უსაფრთხო“.


მისმა აღმატებულება, პოლ გალაჰერმა კონფერენციის მონაწილეებს პაპ ფრანცისკეს გულთბილი მოკითხვა გადასცა და იმედი იმისა, რომ გადაუდებლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის განახლებული გრძნობის წყალობით, ეს კონფერენცია იქნება დახმარება ჩიხიდან სწრაფად გამოსვლისა.


„საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც დგას კოლოსალური პრობლემების წინაშე, განიარაღება ვერ იქნება ფაკუტატიური მიზანი. საუბარია ეთიკურ იმპერატივზე. ამიტომაც, წმინდა საყდარი, კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდებს კვლავ განაცხადონ თავიანთი გადაუდებელი ძალისხმევის შესახებ, მყისიერ და კონკრეტულ მიღწევებზე, მშვიდობისა და ძმობის კუთხით“.


წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივნის გამოსვლის ერთ-ერთი ცენტრალური თეზისი იყო: „განიარაღება, განვითარება და მშვიდობა – სამივე ურთიერთდამოკიდებული საკითხებია“.


არქიეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ დიდძალი სამხედრო ხარჯი თავდაცვითი უზრუნველყოფის აუცილებელ ხარჯებს სცდება, აღვივებს შეიარაღების შეჯიბრის სურვილს და ამ ყველაფერს არ უჩანს ბოლო. ეს კი ხელს უშლის ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა სიღარიბე, უსამართლობა, ჯანდაცვითი და განათლების პრობლემები. ამ ვითარებაში კი ეროვნულ უსაფრთხოებათან დაკავშირებული იარაღის შეგროვება არის „ცრუ ლოგიკა და ნათელი სკანდალი, რაც ხელს უწყობს ფულისა და ანალიტიკური რესურსების დისპროპორციას, იმ რესურსებისა, რომლებიც ემსახურება სიკვდილს და რომელიც ემსახურება სიცოცხლეს“.


არქიეპისკოპოსმა გალაჰერმა ასევე ისაუბრა იმედისმომცემ ნიშნებზე, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გამოყენების აკრძალვის ძალაში შესვლა და ცოტა ხნის წინ შეთავაზებული, კიდევ ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებული მოლაპარაკება, რაც ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორების შეიარაღების შეზღუდვას შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან.


„მსოფლიო თავისუფალია ბირთვული იარაღისგან. სწორედ ამიტომ საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ხაზი გაესმება ბირთვული იარაღის აკრძალვისა და მისი არგავრცელების შესახებ მოლაპარაკების ძალაში შევლას. ეს კი ყველა სახელმწიფოს იურიდიული ვალდებულებაა. ამ თვალსაზრისით, წმიდა საყდარი მიმდინარე კონფერენციისგან ელის ქმედით ნაბიჯებს ბირთვული განიარაღებისა და მისი არგავრცელების საკითხებში და იმედოვნებს, რომ იქნება კონკრეტული ქმდებები და შედეგი ბირთვული განიარაღების საკითხში“, – აღნიშნა პოლ გალაჰერმა.


წმიდა საყდარი გამოდის ორი შემოთავაზებით: პირველ რიგში, კონფერენციამ კარგი იქნება ჩაატაროს ექპერტული გამოძიება შემოწმების კუთხით, რაც შეიძლება გახდეს საინფორმაციო საწყისი შემდგომი შესაძლო მოლაპარაკებებისათვის განიარაღებისა და მასზე კონტროლის საკითხებში.


ასეთი შემოწმების საიმედოობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას უახლესი ტექნოლოგიები, რაც არა მხოლოდ უძვირფასესი საშუალებაა ნდობის გამყარებისა, ასევე იქნება მოლაპარაკებების ეფექტურობის უმთავრესი დაცვა, რასაც კარგად სცემს პასუხს გამოთქმა: „ენდე, მაგრამ შეამოწმე“.


მეორეს მხრივ, აუცილებელია ფორმალური დისკუსია, ეფექტური კონტროლის სისტემის გამოყენებისას, შეიარაღების შეზღუდვის, საერთო და სრულ განიარაღების შესახებ. ეს კი ძალზედ სასარგებლო იქნება მიმდინარე კონფერენციის მსვლელობისათვის. ეს უფრო სწორია, თუ გავითვალისწინებთ ტერორიზმის, ასემეტრიული კონფლიქტების, კიბერუსაფრთხოების, ეკოლოგიური და მატერიალური პრობლემების საფრხეებს მსოფლიოს მასშტაბით.


ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი და პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა კოვიდ პანდემიის ტრაგიკულ ეტაპზე. პაპ ფრანცისკეს განცხადებებსა და მოწოდებებზე დაყდრნობით, გალაჰერმა განაცხადა „დავძლევთ კრიზისს მხოლოდ მაშინ, თუ ვითანამშრომლებთ ერთად, როგორც ერთი ოჯახი. ვერავინ იქნება უსაფრთხოდ მანამ, სანამ ყველაფერი არ იქნება უსაფრთხო“

.

წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page