top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი: 'პაპის უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობა კვლავ სერიოზულად განიხილება'

  • Jul 30
  • 1 min read

ვატიკანი აქტიურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ პაპი ლეონ XIV ისტორიული ვიზიტით უკრაინას ეწვიოს. ეკლესიის წარმომადგენლები აფასებენ პირობებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ასეთი მოგზაურობა ომით დაზარალებულ ქვეყანაში მშვიდობისა და იმედის განმტკიცებას ემსახურებოდეს.



წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მისი ბოლო, ექვსდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ყველაზე ხშირად სწორედ პაპის შესაძლო ვიზიტის შესახებ ეკითხებოდნენ.


„წმინდა მამა ამ მოწვევას ძალიან სერიოზულად ეკიდება,“ – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა. მისივე თქმით, ვატიკანი გააგრძელებს შესაბამისი დროისა და გარემოებების შეფასებას, რათა შესაძლო ვიზიტმა „უკრაინისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის მაქსიმალურად ნაყოფიერი შედეგი“ გამოიღოს.


უკრაინაში ყოფნისას მთავარეპისკოპოსი გალაჰერი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც წმინდა საყდარს მადლობა გადაუხადა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაწეული უწყვეტი სულიერი და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.


მთავარეპისკოპოსმა ასევე მონაწილეობა მიიღო ათასობით მომლოცველთან ერთად ღვთისმშობლისადმი გამართულ დღესასწაულში, რომელიც ლათინურ–კათოლიკური ეკლესიის სტრუქტურების აღდგენის 35-ე წლისთავს მიეძღვნა.


პაპმა ლეონ XIV-მ უკრაინაში ჩასვლის არაერთი მოწვევა მიიღო, მათ შორის, მიმდინარე წლის დასაწყისში პრეზიდენტ ზელენსკისგანაც.


მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, ვატიკანის ბოლო განცხადებები მიუთითებს, რომ პაპის უკრაინაში მომლოცველობითი ვიზიტის შესაძლებლობა კვლავ სერიოზულად განიხილება, ხოლო წმინდა საყდარი განაგრძობს ძალისხმევას დიალოგის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობისთვის.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page