წმინდა პეტრეს პონტიფიკალური ბაზილიკის წინამძღვარმა, კარდინალმა მაურო გამბეტიმ 3 ივნისს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის საკურთხეველთან ამავე საკურთხევლის შეურაცხყოფის შემდეგმონანიების რიტუალი აღავლინა.
1–ელ ივნისს, საღამოს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის დაკეტვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მამაკაცი, რომელიც აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიუახლოვდა საკურთხეველს, გაშიშვლდა და მარმარილოს საეპისკოპოსო ტახტზე ავიდა. მას ზურგზე ფლომასტერით ეწერა: “გადაარჩინეთ უკრაინელი ბავშვები!”. იგი არც ყვიროდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მასთან მისულ დაცვის თანამშრომლებსა და ვატიკანის ჟანდარმებს. მათ მამაკაცი ჩამოიყვანეს და მოსთხოვეს ტანსაცმლის ჩაცმა, რის შემდგომაც იგი გადაიყვანეს ჟანდარმერიის ოფისში, პიროვნების დადგენის მიზნით.
წმინდა საყდარსა და იტალიის სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ჟანდარმერიამ მამაკაცი იტალიის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა, რომლებმაც თავის მხრივ მამაკაცს, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა, იტალიის ტერიტორია დაატოვებინეს.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments