26 მაისს, დილით, პაპმა ფრანცისკემ ყველა შეხვედრა გააუქმა. ვატიკანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ წმინდამამა ავადაა: "ცხელების გამო, პაპმა ფრანცისკემ დღეს დილით არავინ მიიღო აუდიენციაზე", - განაცხადა მედიასთან ვატიკანის პრესსამსახურის უფროსმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას, პაპმა ფრანცისკემ უნდა აღავლინოს სულთმოფენობის წირვა.
86 წლის პაპი ფრანცისკე მარტის ბოლოს, ფილტვის ინფექციის გამო საავადმყოფოში ოთხი დღით იმყოფებოდა.
შოთა გიქოშვილი