• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში პაპის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს

პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობების შეხვედრა ყოველ 3 წელში ერთხელ ტარდება. 2022 წელს შეხვედრა 7 სექტემბერს გაიხსნა. მასში მონაწილეობს წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.



7 სექტემბერს, შეხვედრა წმინდა პეტრეს ბაზილიკის საგუნდო სამლოცველოში, წმინდა წირვით გაიხსნა. მას კარდინალი პიეტრო პაროლინის წინამძღოლობდა.დღის განმავლობაში,გაიმართა სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელთა და რომის კურიის ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრა, ასევე წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების შეხვედრები.


8 სექტემბერს, სამოციქულო სასახლეში, პაპი ფრანცისკემ აუდიენციაზე მიიღო პაპის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრები გაგრძელდა 19:00 საათამდე. იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს სიქსტეს კაპელაში გამართულ სადღესასწაულო საღამოზე.



9 სექტემბერს,დაგეგმილიასამუშაოები ჯგუფებში. წმინდა მართას სახლში პაპ ფრანცისკეს მიერ აღვლენილი ცისკრის წირვის შემდეგ, გაიმართება სამუშაო ხასიათის შეხვედრები.


ოთხდღიანი ღონისძიება დასრულდება სამოციქულომ ნუნციუსის, ანჯელო აჩერბის სულიერი ნააზრევის წარდგენით.


სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის ხელმძღვანელობით,ვატიკანის შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს 91 სამოციქულო ნუნციუსი და 6 მუდმივი დამკვირვებელი, ეპისკოპოსის სტატუსის გარეშე. ჯანმრთელობისა და სხვა მიზეზთა გამო, რომში ვერ იქნებაპაპის 5 წარმომადგენელი.


ვატიკანის ინფორმაციით, ამჟამად, წმინდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში, პაპის წარმომადგენლების გარდა, ნუნციატურებსა ან/დასახელმწიფო სამდივნოში დიპლომატიურ თანამდებობას 167 თანამშრომელი იკავებს, ხოლო პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, სასულიერო აკადემიის 4 კურსდამთავრებული გადის ერთწლიან მისიონერულ პრაქტიკას საზღვარგარეთ.



შოთა გიქოშვილი