top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში წმიდა გრიგორ ნარეკელს პატივი მიაგეს


ვატიკანში, 27 თებერვალს პატივი მიაგეს წარმოშობით სომეხ წმიდანს, გრიგორ ნარეკელს. ამ წლიდან პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, წმინდანის მოხსენიება შეტანილია საერთო ლიტურგიულ რომაულ კალენდარში.


ამასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთში ეკლესიების კონგრეგაციამ და მისმა პრეფექტმა კარდინალმა ლეონარდო სანდრიმ წმიდა პეტრეს ბაზილიკაში წირვა აღავლინა.

წმიდა გრიგორ ნარეკელი IX-X საუკუნეების გასაყარზე ცხოვრობდა, იგი ერთ-ერთი უდიდესი სომეხი თეოლოგი, მისტიკოსი და პოეტია.


2015 წელს პაპმა ფრანცისკემ წმინდანი ეკლესიის მასწავლებლად აღიარა. „მისი მისტიური წერილები და ლოცვები დღემდე აქტუალურია ჩვენი ერის რწმენისათვის“, – განაცხადა სომეხთა არქიეპისკოპოსმა სტამბოლში, ლევონ - პოღოს ზექიანმა.

––––

მოწამეებს სიკვდილის წინ მისი ლოცვები ჰქონდათ ბაგეებზე.


„მის სიდიადესა და უცვლელ აქტუალობაზე ყველაზე მეტად მეტყველებს არა მისი თეოლოგიური თუ მისტიური წერილები, არამედ ის, რომ ათასი წელი დღემდე ყველა თაობის სომეხ მორწმუნეს ლოგინთან აქვს მისი წიგნი. მათ, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა, მის ლოცვებს ზეპირად სწავლობდა, რადგან ეს ლოცვები მათი რწმენის საზრდო იყო. ასევე მოწამეებსაც, რომლებიც სომეხი ხალხის განადგურებისას იღუპებოდნენ, სიკვდილის წინ, მის მიერ დაწერილი ლოცვები ჰქონდათ ბაგეებზე“. - ამის შესახებ რადიო ვატიკანს არქიპეისკოპოსმა ზაქიანმა განუცხადა.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

bottom of page