• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს - პაპი ფრანცისკე


10 იანვარს, იტალიის დროით 20:40 საათზე, Canale5-მა და Tgcom24-მა გამოაქვეყნეს პაპთან ინტერვიუ, რის შემდეგაც, Mediaset-ზე ნაჩვენები იყო ფილმი - „დამიძახეთ ფრანცისკე - ხალხის პაპი“.


ექსკლუზიურ ინტერვიუზე, Tg5-თან, რომლიც 10 იანვარს, საღამოს 20:40 საათზე მეხუთე არხისა და Tgcom24-ის მეშვეობით გადაიცა. ვატიკანში, წმინდა მარტას რეზიდენციაში, ჟურნალისტ ფაბიო მარჩეზე რაგონასთან არგენტინელი პონტიფიკი შეეხო სხავდასხვა საკითხს, მათ შორის: პანდემიას, ვაქცინაციას, არეულობას შეერთებულ შტატებში, აბორტს, პოლიტიკას და იმას, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ვირუსის გამო.


„მე ვთვლი, რომ ეთიკის გადმოსახედიდან, ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს. ეს ეთიკური ვარიანტია, იმიტომ, რომ თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს სიცოცხლეს, მაგრამ ასევე რისკავთ სხვების სიცოცხლესაც“, - განაცხადა წმინდა მამამ. „ამის გაკეთებას ვიწყებთ აქ, ვატიკანში, მე უკვე გადავწყვიტე. ეს უნდა გაკეთდეს“, - დაამატა პაპმა.


პაპმა ასევე შეშფოთება გამოხატა კაპიტოლიუმ ჰილზე თავდასხმაზე -„ყველაზე მოწიფულ რეალობაშიც კი გვხვდება რაღაც არასწორი, ხალხი, რომელიც მიდის საზოგადოების წინააღმდეგ, დემოკრატიისა და სიკეთის წინააღმდეგ. მადლობა ღმერთს, ეს შემთხვევა მოხდა და ამან დაგვანახა თუ რაოდენ საჭიროა წამლის მიღება. ძალადობა ყოველთვის ასეთია. ასე არ არის?“ - იკითხა პაპმა ინტერვიუში. არცერთს შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ მის ისტორიაში, თუნდაც ერთხელ, არ ყოფილა ძალადობა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ და ვისწავლოთ ისტორიის შეცდომებზე, რათა იგივე არ გავიმეოროთ.


საღამოს სატელევიზიო ეთერი სრულად მიეძღვნა პაპ ფრანცისკეს, ინტერვიუს შემდეგ შედგა Mediaste-ზე ფილმის ჩვენება „დამიძახეთ ფრანცისკე-ხალხის პაპი“. ფილმი მოგვითხრობს ხორხე მარიო ბერგოლიოს სულიერი ისტორიის შესახებ, რომელიც დაიბადა იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, არგენტინაში. ფილმში აღწერილია მისი ახალგაზრდობა, მოწოდება, განათლება და მისი ცხოვრება პაპად არჩევამდე, ანუ 2013 წლამდე.


თარგმანი - შოთა გიქოშვილი