
ვაშინგტონის არქიეპისკოპოსი, უილტონ გრეგორი, რომელმაც გასულ კვირას პაპ ფერანცისკესგან კარდინალის ტიტული მიიღო, აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ადმინსიტრაცია კათოლიკურ ეკლესიას შტატებში პრობლემებს უპირობოდ შეუქმნის, თუმცა ამის მიუხედავად ეკლესიასა და ადმინსიტრაციას ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის, რასისზმთან ბრძოლა.
„ვფიქრობ, ძალზედ მნიშნელოვანია, რომ ეკლესიამ და ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახერხონ რაიმე სახით შევიდნენ დიალოგში და ურთიერთგაგებით მიუდგნენ ერთმანეთს, როგორც პრობლემებისა და კონფლიქტების საკითხებში, ასევე სარეთო ფასეულობების ერთობლივი განხორციელების საკითხებში“, - განაცხადა კარდინალმა ინტერნეტ გამოცემა Crux-თან საუბარში.
კარდინალის აზრით, საერთო ინტერესები, მათ შორის უნდა იყოს იმიგრანტების ღირსების უფრო სიღრმისეული პატივისცემა, სიკვდილით დასჯის აკრძალვა და სოციალური და რასობრივი სამართლიანობის აღდგენა.
იერარქმა ასევე ხაზი გაუსვა ჯერ არ შობილი ბავშვების სიცოცხლის უფლების პატივისცემას, მისი განვითარების ყველა სტადიაში და ყველა იმ საკითხს, სადაც იკვეთება ორივე მხრის მოსაზრებები.
შეგახსენებთ, რომ უილტონ გრეგორი 2019 წელს გახდა ვაშინტონის არქიეპისკოპოსი და შტატების 13 პრელატს შორის ერთ-ერთია. მან 28 ნოემბერს პაპ ფრანცისკესგან მიიღო კარდინალის ტიტული. იგი შტატების ისტორიაში პირველი აფროამერიკელი კარდინალია. sib-catholic.ru