• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვაშინგტონის მერმა საშობაოდ ეკლესიებისთვის შეზღუდვები მოხსნა


მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის ლათინ-კათოლიკეთა ეპარქიამ, ქალაქის ხელისუფლების წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მერმა, მიულერ ბოუზერმა საშობაო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, სანიტარული შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ გაზეთი - The Washington post წერს.


ქალაქის მერმა შეცვალა გადაწყვეტილება საშობაოდ ხალხის ღვთისმსახურებაზე დასწრების რაოდენობასთან დაკავშირებით. აქამდე, საშობაო წირვაზე დასწრება მხოლოდ 50 ადამიანს შეეძლო, ახალი გადაწყვეტილების თანახმად კი, მიუხედავად შენობის სიდიდისა, ეკლესიაში მისვლა 250 ადამიანს შეუძლია.


ვაშინგტონში 250 ადამიანის ერთად ყოფნა შესაძლებელი რესტრნებში, სპორტ დარბაზებში, მუზეუმებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში. ბოუზერის ახალი ბრძანების თანახმად, ეკლესია გათანაბრებულია სხვა მსხვილ დაწესებულებებთან.


სასამართლოს სარჩელის მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ 50 ადამიანამდე დასწრების შეზღუდვა მოხსნილიყო და ამის სანაცვლოდ არ დადგენლიყო სხვა შეზღუდვა. თუმცა ეკლესია დასთანხმდა, რომ მიუხედავად ტაძრების ზომისა, ადგილების მხოლოდ 50% შევსებულიყო. მერი ეკლესიასთან მიმართებაში ნაწილობრივ დათმობაზე წავიდა.


ვაშინგტონის მერის თქმით, შეკრება არის ადამიანების კონსტიტუციური უფლება, თუმცა ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს სამრევლოების წევრებისთვის.


წყარო: The Washington Post

/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/