• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვილოცოთ, მთიან ყარაბაღსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისათვის - პაპი


25 დეკემბერს, პაპმა ყველა მორწმუნესა და კეთილი ნების ყველა ადამიანს ტრადიციული საშობაო მიმართვით Urbi et Orbi (ქალაქსა და მსოფლიოს) მიმართა.


2020 წლის უფლის შობის დღესასწაულზე პაპმა საუბარი დაიწყო ესაია წინასწარმეტყველის ციტატით: „რადგან შეგვეძინა შვილი“. (ეს. 9.5). „ღმერთმა თვისი ძე აჩუქა ყველა ადამიანს პრივილეგიებისა და გამონაკლისების გარეშე. ამ ყრმის წყალობით შეგვიძლია ღმერთს მამა ვუწოდოთ, ხოლო ერთმანეთს დები და ძმები განურჩევლად ერისა, გეოგრაფიული კუთვნილებისა და კულტურული სხვაობისა.

ეს, არც თუ ისე ადვილი პერიოდი, გამოწვეულია ეკოლოგიური კრიზისით, სოციალური და ეკონომიკური დისბალანსით. ამ ყველაფერს კი, ართულებს COVID-19-ის პანდემია. ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად ვსაჭიროებთ ძმურ სიყვარულს, რომელიც გულმოწყალეა ყველას მიმართ. ეს ასევე ეხებათ ერებსა და ხალხებს. დაე, ბეთლემის ყრმა დაგვეხმაროს უფრო გახსნილები ვიყოთ განსაკუთრებით ღარიბთა, ავადმყოფთა და უმუშევართა მიმართ, ასევე ეკონომიკურად სუსტთათვის და ქალებისათვის, რომლებიც რამდენიმე თვიანი კარანტინის გამო, ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ“, - აღნიშნა წმინდა მამამ.


პაპმა ასევე ილოცა პოლიტიკოსთათვის, რათა მათ განაახლონ ურთიერთთანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველაზე ღარიბებსაც კი მიეცეთ მკურნალობისა და ვაქცინაციის საშუალება. „წავაწყდით პრობლემას, რომელიც არ სცნობს საზღვრებს, ამიტომ ახლა არ შეიძლება ნივთების გადაადგილება. ჩვენ ყველა ერთ ნავში ვიმყოფებით. ყოველ ადამიანში უნდა დავინახო ჩემი ძმა და ღმერთის ანარეკლი. უნდა დავინახოთ დამხმარე ღმერთი ყოველ ტანჯულში, უმუშევარში, ავადმყოფში, მიგრანტსა და დევნილში.


რომის ეპისკოპოსმა ტკივილით გაიხსენა კონფლიქტში მყოფი ქვეყნები. ერაყი, იემენი პალესტინა და ისრაელი. მათ მოუწოდა მოლაპარაკების გზით აშენონ მშვიდობა ხალხთა შორის და წერტილი დაუსვან მტრობის ყველანაირ ფორმას. პაპმა ასევე ილოცა ლიბანისთვის და სთხოვა ღემრთს, რათა ლიბანელმა ხალხმა არ დაკარგოს იმედი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც.


პაპმა ყრმა იესოს შესთხოვა ნუგეში და ტკივილის შემსუბუქება ბურკინა-ფასოსთვის, ნიგერიისთვის, ეთიოპიისათვის, სამხრეთს სუდანისათვის და ნიგერიისათვის. შესთხოვა ღმერთს რათა მოგვარდეს მათთან ჰუმანიტარული კრიზისი და იცხოვრონ ერთმანეთთან მშვიდობაში.


პაპს ლოცვაში არც ამერიკის კონტინენტი გამორჩენია, რომელიც იტანჯება კორუფციისა და ნარკომანიის პრობლემებით. ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, რომელსაც დიდი ზიანი მიადგა სტიქიური უბედურებებით. მის ლოცვებში ასევე მოხსენიებული იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ითხოვა მათთვის სტაბილურობა და სიმტკიცე.


ზეიმის დასასრულს პაპმა ხალხს მიმართა შემდეგი სიტყვებით:

„იესო ქრისტე ბოსელში დაიბადა, მაგრამ შეხვეული იყო წმინდა იოსებისა და მარიამის სიყვარულით. ღმერთის განკაცებულმა ძემ განწმინდა ოჯახური სიყვარული. დღეს მე ვფიქრობ ოჯახებზე, მათზე, რომლებსაც არ შეუძლიათ კვლავ შეერთება და მათზე, რომლებიც იძულებულნი არიან სახლებში დარჩნენ. დაე, შობა ყველსათვის გახდეს საშუალება აღმოაჩინონ ოჯახი, როგორც სიყვარულისა და რწმენის აკვანი, ადგილი სადაც სუფევს სულგრძელი სიყვარული, დიალოგი, მიტევება, ძმური სოლიდარობა, საყოველთაო სიხარული და მშვიდობის წყარო მთელი კაცობრიობისათვის“.


წყარო: Vatican News

თარგმანი: შოთა გიქოშვილი
0 comments