top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ვილოცოთ მშვიდობისათვის კავკასიაში, უკრაინასა და წმინდა მიწაზე’

წმინდა მიწაზე (ისრაელი) – ძალადობის, კავკასიაში – დრამატულად განვითარებული სიტუაციისა და ომით დაზარალებული უკრაინის შესახებ პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. წმინდა მამამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა იაქტიურონ მშვიდობის დამყარებისათვის და აუცილებელი ჰუმანიტარული მხარდაჭერა ყველას აღმოუჩინონ.


პაპმა კვლავ გაიხსენა ლაჩინის დერეფნის ჰუმანიტარულ–დრამატული მდგომარეობა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლოს არის იმ ადამიანებთან, რომლებიც იძულებულნი არიან შუა ზამთარში არაადამიანურ პირობებში იცხოვრონ. პაპმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა ადამიანის სასიკეთოდ უნდა იმუშაოს. სპირალი ყოველდღიურად კარს უხურავს ნდობის ნაპერწკალს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. წლის დასაწყისში ათობით პალესტინელი შეეწირა ისრაელის მხრიდან გასროლილ ტყვიებს. მოვუწოდებ ორივე სახელმწიფოს და საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ იპოვონ დიალოგისა და მშვიდობის გზები. მოდით, ვილოცოთ ამისთვის”, - თქვა წმინდა მამამ.


პაპმა კვლავ გაიხსენა ლაჩინის დერეფნის ჰუმანიტარულ–დრამატული მდგომარეობა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლოს არის იმ ადამიანებთან, რომლებიც იძულებულნი არიან შუა ზამთარში არაადამიანურ პირობებში იცხოვრონ. პაპმაასევე დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა ადამიანის სასიკეთოდ უნდა იმუშაოს.


„მრავალტანჯულ უკრაინაზე ფიქრით, მშვიდობისათვის ჩვენი ვალდებულებები და ლოცვები უნდა გავაძლიეროთ. გვახსოვდეს და ვილოცოთ უკრაინელი ხალხისათვის, რომლებსაც ასეთი ძლიერი ძიანი მიადგათომის გამო”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comentarios


bottom of page