2021 წლის ოქტომბრის ბოლოს გარდაიცვალა ებრაელი, რომელიც იყო კათოლიკე მღვდელი, გადაიტანა ებრაელთა ჰოლოკოსტი და საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, რათა ემსახურა იქაური კათოლიკე თემისთვის. გასულ კვირას, იგი პოლონეთში ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ასევე დაკრძალულნი არიან ნაცისტების მიერ დახვრეტილი მისი დედა და და.
მღვდელი რეგორი პავლოვსკი, იგივე იაკობ ცვი გრინერი, 1931 წელს დაიბადა. იგი პოლონეთში, ქალაქ ზამოშჩში აღიზარდა, მკაცრ ებრაულ ოჯახში. გერმანელთა მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ქვეყანაში ებრაელი მოსახლეობის განადგურება დაიწყეს.
გრინერი, მისი დედა და ორი და სახლის სარდაფში დაიმალნენ. თუმცა გერმანელებმა ისინი იპოვეს და გრინერმა გაქცევა შეძლო, ხოლო მისი დედა და დები ებრაელების სასაფლაოზე წაიყვანეს და დახვრიტეს. იქვე დამარხეს ძმათა სასაფლაოზე. რინერის მამაც სავარაუდოდ მათ მოკლეს, ხოლო მისი ძმა საბჭოთა კავშირში გაიქცა.
ყალბი კათოლიკური ნათლობის მოწმობის საფუძველზე, რომლებიც მაშინ მოზარდ ებრაელებს დაურიგეს, გრინერი კათოლიკურ ინტერნატში მოათავსეს, რომელსაც პოლონეთის წითელი ჯვარი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქ მოინათლა გრინერი და გახდა კათოლიკე – წერს National Chatholic Report-ი.
“მე დავიბადე ღრმად რელიგიურ ოჯახში და მსურდა, რომ რელიგია კვლავ შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში”,– ამბობდა მღვდელი.
1958 წელს კათოლიკე ეკლესიაში გრინერს მღვდლად ხელი დაასხეს, რის შემდეგაც მანგადაიკეთა გვარი, ყალბ ნათლობის მოწმობაში გატარებული გვარი დაიტოვა და პავლოვსკი გახდა.
1966 წელს მან გადაწყვიტა თავისი ებრაელობის შესახებ მოეყოლა: “მე გავაცნობიერე, რომ არ მესმოდა ვინ ვიყავი და როგორი იყო ჩემი ერი”. ერთ–ერთ ინტერვიუში კი განაცხადა: “ზოგიერთი ებრაელი ჩემში ხედავდა მოღალატეს, მაგრამ მეც ისეთივე ებრაელად ვგრძნობ თავს, როგორც ისინი”.
პავლოვსკი ებრაულენოვან კათოლიკეთა ვიკარიატის წევრი იყო და 38 წლის განმავლობაში მსახურობდა იაფში, პოლონელ კათოლიკე თემში. იგი მუდამ ინარჩუნებდა თავის ორმაგ იდენტურობას. მის სახლის კარზე დაწილი იყო ორი სახელი: გრიგორ პავლოვსკი და მის ქვეშ ებარულ ენაზე ცვი გრინერი (მისი დაბადების სახელი).
1974 წელს, პავლოვსკი იმყოფებოდაიზბიცის ებრაულ სასაფლაოზე, სადაც დახოცეს და დაკრძალული იყვნენ მისი დედა და დები. მათ მოსახსენიებლად, პავლოვსკიმ ძმასთან ერთად იქ მემორიალური ქვა დადგა.
“მე მივატოვე ჩემი ოჯახი, რათა ჩემი სოცოცხლე გადამერჩინა ჰოლოკოსტის დროს. ნაცისტები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად, მე თავს ვუშველე და მივუძღვენი ჩემი ცხოვრება ღმერთისა და ადამიანთა მსახურებას”.
ამადროულად, მღვდელმა მოიმზადა სასაფლაოზე თავისი ადგილი, სადაც მას დაკძალავდნენ გარდაცვალების შემდეგ. ეს კი იყო თავისი დედისა და დების გვერდით. “მე დავიბადე ებრაელად, ვიცხოვრე ქრისტიანად და მოვკვდი, როგორც ებრაელი”.
წლების შემდეგ, რაბინი შალოპ მალული, რომელიც იყო აშდოდის ამითთა დეკანი ისრაელში, იმყოფებოდა პოლონეთში და იქ წააწყდა პავლოვსკის დედისა და დების სასაფლაოს. ისრაელში დაბრუნების შემდეგ იგი დაუკავშირდა მღვდელს და ისინი დამეგობრდნენ.
2021 წლის 25 დეკემბერს იაფოში, წმინდა პეტრეს კათოლიკურ ტაძარში,მღვდელ პავლოვსკის სულის მოსახსენიებელი წმინდა წირვა აღევლინა, ხოლო მოგვიანებით, მისივე სურვილის თანახმად, იგი დაკრძალეს პოლონეთში თავისი დედისა და დების გვერდით, ებრაული ცერემონიის მიხედვით. მისი სამარხის ქვაზე გამოსახულია პური და თევზი, რომელიც განასახიერებს იესო ქროსტეს მიერ მოხდენილ სასაწაულს.
წყარო: sib-catholic.ru
შოთა გიქოშვილი
Comments