• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვინ უნდა დაიცვას მარხვა და თავი შეიკავოს ხორცის ჭამისაგან – ხშირად დასმული კითხვები


ვინ უნდა დაიცვას მარხვა და თავი შეიკავოს ხორცის ჭამისაგან პარაკევობით? (არა მხოლოდ დიდმარხვის დროს, არამედ ყოველ პარასკევს).


პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე:


რისთვის არის მარხვა საჭირო? რა აზრი დევს ამაში?

ეკლესიის სწავლების თანახმად, ყველა ქრისტიანი ვალდებულია მონანიების საიდუმლო თავისებურად აღასრულოს. ეს გვეხმარება სულიერად გაზრდაში, ცოდვაზე უარის თქმასა და ღმერთთან დაახლოებაში. იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მივსდიოთ, მოცემულია მონანიების დღეები, როცა მორწმუნე ქრისტიანმა განსაკუთრებული ხერხით უნდა ილოცოს, შეასრულოს გულმოწყალების საქმე და უარი თქვას საკუთარ თავზე. მან ერთგულად უნდა აღასრულოს თავისი ვალდებულებები. უპირველეს ყოვლისა, დაიცვას მარხვა და თავი შეიკავოს სხვადასხვა რამისგან. ეს დღეები კი არის წლის ყოველი პარასკევი, ასევე დიდმარხვის პერიოდშიც. (კეკ 1250).


ყოველი პარასკევი მარხვის დღეა? აუცილებელია მისი დაცვა?

დიახ! ეს სიმართლეა. ხორცის ჭამისაგან თავშეკავება (გარდა თევზეულისა) კათოლიკეებისათვის სავალდებულოა წლის ყოველ პარასკევ დღეს, გამონაკლისია ის დღე, როცა რაიმე დღესასწაული აღინიშნება პარასკევს. (მაგ. დიდმარხვის პეიროდში გამონაკლისია 19 და 25 მარტი).


რატომ მაინცდამაინც პარასკევი?

იმიტომ, რომ ქრისტე ჯვარს პარასკევ დღეს აცვეს. ამ დღეს, ქრისტიანები თავიდანვე მოიხსენიებდნენ ქრისტეს ვნებებს და მას მონანიების რაიმე ფორმით გამოხატვით აღასრულებდნენ. არსებობს ასკეტიზმის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ერთ-ერთია ხორცის მიღებაზე უარის თქმა.


რატომ უნდა ვთქვათ უარი მაინცდამაინც ხორცის ჭამაზე?

საუკუნეების განმავლობაში, ხორცი თავისი ფასის გამო, ყველაზე ღირსეულ მსხვერპლად ითველებოდა და იგი დღესასწაულებზე გამოიყენებოდა. უძველეს კულტურებში, ხორცი დელიკატესად იყო მიჩნეული და ნასუქალ ხბოს ისე არ კლავდნენ, თუ რაიმე დიდი დღესასწაული არ იყო. რადგანაც პარასკევი ითვლებო (დღემდე ითვლება) ქრისტიანებში მონანიების დღედ, ხორცის ჭამა და ამ გზით ქრისტეს ვნებების გახსენება არასწორ ქმედებად იყო მიჩნეული.


თევზი რატომ არ ითვლება ხორცად?

ეკლესიის კანონი ქრისტიანებს მიუთითებს ხმელეთის ცხოველების ხორცისაგან უარის თქმაზე. ასეთ ხორცად მიჩნეულია: ქათმის, ძროხის, ღორის, ცხვრისა და ა.შ. ხორცი.

თევზი კი ცხოველების სხვა კატეგორიას განეკუთვნება.


მარხვაში დასაშვებია თევზეულის, ამფიბიების, ქვეწარმავლებისა და მოლუსკების ჭამა. ლათინურ ენაში სიტყვა Carnis მოხსენიებულია ხორცის აკრძალვის მიზნით და აქ ნაგულისხმებია ხორცი (ხმელეთის ცხოველები და ფრინველები) და მათ რიცხვს არ განეკუთვნება თევზი.


უფრო მეტიც, ადრეულ კულტურებში (არა ყველა) თევზი სულაც არ ითვლებოდა სადღესასწაულო საკვებად, არამედ სასჯელიც კი იყო. ჩვენ დროში, ხორცი ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ნაწილია და კავშირი დაკარგა დღესასწაულებთან, ამიტომაც ბევრ ადამიანს არ ესმის, თუ რატომ ითვლება მხოლოდ თევზი სამარხვო საკვებად.


ეკლესიის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მორწმუნეებში გააღვივოს სურვილი ღმერთს შესწირონ ასეთი სახის მსხვერპლი და გულით შეუერთდნენ ქრისტეს ვნებებს ჯვარზე. ხორცი მოცემულია მონანიებისა და მარხვის ძირითად პრაქტიკაში, თუმცა ეს ადამიანს არ აძლევს უფლებას ხორცის მაგივრად პარასკევობით მიირთვას კიბორჩხალები და ძვირადღირებული თევზეული. ამ ყველაფრის არსი ის არის, რომ შესწირო მსხვერპლი, რომელიც ადამიანს აახლოვებს ქრისტესთან. ქრისტემ კი ჩვენდამი სიყვარულის გამო შესწირა ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც ადამიანის მიერ შეწიულ ყველანაირ მსხვერპლს აღემატება.


რითი განსხვავდება მარხვა ხორცის თავშეკავებისგან?

ხორცეულისგან თავშეკავება ნიშნავს, რომ იგი არ უნდა გამოვიყენოთ საკვებში, მაგრამ ამავდროულად, არ იკძალება კვერცხით, რძის პროდუქტებითა და ცხოველურ ცხიმებზე საჭმლის მომზადება. სასულველია თავის შეკავება ძვირადღირებული საკვებისა და სასმელისაგან. არც თევზის მიღება იკრძალება, თუმცა აუცილებელი არაა მისი ხორცის პროდუქტებში შერევა.