ღვთისმსახურებისა და საიდუმლოთა სადიციპლინო კონგრეგაციამ, ეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსთა კონფერენციებს მიმართა ვნების კვირეულის ღვთისმსახურების შესახებ, დოკუმენტი გამოსცა. მას ხელს აწერს კარდინალი რობერტო სარა.
დოკუმენტის მიზანია დაეხმაროს ეპისკოპოსებს შეაფასონ კონკრეტული სიტუაციები და უზრუნველყონ მწყემსთა და მორწმუნეთა სულიერი სიკეთე კოვიდ პანდემიის პერიოდში.
„დეკრეტი, კონგრეგაციამ გასული წლის 25 მარტს, წმინდა მამის დავალებით გამოსცა. იგი ძალაში რჩება 2021 წელსაც“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ეპისკოპოსები მოწოდებულნი არიან გადაწყვეტილებები მიიღონ იმ ქვეყნების ვითარების გათვალისწინებით, რომლებშიც ისინი მსახურობენ.
ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე რჩება მკაცრი საკარანტინე ნორმები და შეუძლებელია მორწმინეებისათვის საღვთო ლიტურგიაზე დასწრება, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს ზომები შემსუბუქებულია (ან მოხსნილი) და საღვთისმსახურებო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ახალ გამოცემაში ხაზი გასმულია სოციალური მედიის გამოყენებაზე და დიდ მხარდაჭერაზე მედიის მხრიდან მწყემსებისა და საკრებულოებისადმი პანდემიის პერიოდში. თუმცაღა დადებით მხარეებთან ერთად გამოვლინდა ასევე პრობლემური საკითხებიც. მათთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ ვნების კვირაში ღვთისმსახურებებზე დასწრებას, რეკომენდირებულია, რომ უპირატესობა მიანიჭონ ღვთისმსახურებების ტრანსლაციებს, რომლებსაც ეპისკოპოსი შესთავაზებს მორწმუნეებს.
ეპისკოპოსთა კონფერენციებთან შეთანხმებით, ყველა ღვთისმსახურებაში აუცილებელია ზოგიერთი მომენტისადმი ყურადღების მიქცევა. ეს არის ვალდებულება სანიტარული ნორმების დაცვისთვის. დოკუმენტი იგზავნება მითითებებით, რომლებიც შესულია კონგრეგაციის პრეფექტი–კარდინალის გზავნილში. „სიხარულით დავუბრუნდეთ ევქარისტიას“ 2020 წლის 15 აგვისტოდან.
მირონის კურთხევისა და ზეთის კურთხევის წირვა აუცილებლობის შემხთხვევაში შეიძლება გადატანილ იქნას სხვა დღეს. გონივრული იქნება მსახურებაში გარკვეული (იგულისხმება შეზღუდული რაოდენობა აუცილებლობის შემთხვევაში) რაოდენობის მღდელმსახურებისა და მორწმუნეების მონაწილეობა.
ბზობაზე, დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევსა და საპასექო მწუხრზე ძალაში რჩება გასული წლის მითითებები.
“პანდემიამ მიგვიყვანა უამრავ სხვადასხვა ცვლილებამდე. ეს ცვლილებები ასევე შეეხო ღვთისმსახურების აღსრულებასაც. ლიტურგიულ წიგნებში შემუშავებულია ნორმები და მითითებები, ჩვეულებრივი ყოველდღიურობისათვის, მათი გამოყენება სრულად შეუძლებელია საგანგებო, კრიზისულ პერიოდში. ამიტომაც, ეპისკოპოსები, რომლებიც დაკავებულნი არიან ლიტურგიული რეგულირებით თავიანთ ეკლესიებში, მოწოდებულნი არიან ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ, რათა ღვთისმსახურება აღევლინებოდეს ღვთის ერისა და მათდამი მინდობილი სულებისათვის ნაყოფიერად, სადაც უნდა იქნას გათვალისწინებული ადამიანის ჯანმრთელობა ყველანაირი წესების დაცვით, რაც საეკლესიო ხელისუფალთა ვალდებულებაა საერთო სიკეთისათვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტი მთავრდება ეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსთა კონფერენციების მიმართ მადლიერებით, მათი პასუხისათვის იმ სიტუაციაზე, რომელიც გასული წლიდან საგრძნობლად შეიცვალა. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ცვლილებებს მორწმუნეები და სასულერო პირები, ხშირად არც თუ ისე მარტივად ეთანხმებიან ხოლმე, თუმცა, ვიცით, რომ მათი მიღება საჭირო იყო, რათა უზრუნველგვეყო საიდუმლოთა აღსრულება გაცილებით ეფექტიანად ჩვენი საკრებულოებისათვის საერთო კეთილდღეობისა და საჯარო ჯანმრთელობისათვის“.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
Komentáře