• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

თბილისში კათოლიკე მღვდლებისა და დიაკვნების შეხვედრა გაიმართა


23 და 24 თებერვალს, თბილისში კათოლიკე მღვდლებისა და დიაკვნების შეხვედრა გაიმართა. პანდემიის განმავლობაში, რეალურ სივრცეში ეს სასულიერო პირების პირველი შეხვედრა იყო. აქამდე ისინი ერთობლივ შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში მართავდნენ.


“ჩვენი ეკელსიის სამღვდელოება რეგულარულად, ყოველ ორ თვეში ერთხელ იკრიბება ხოლმე, ეპისკოპოსთა ერთად, სულიერი დასვენების, ერთად შეხევდრისა და საუბრისთვის. სამწუხაროდ, კოვიდის დროს ასეთი შეხვედრები შესაძლებებლი იყო მხოლოდ ონლაინ, ახლა კი შევძელით და შევიკრიბეთ ცოცხლად. პირველ დღეს გვქონდა ერთობლივი ლოცვა მარიამის თემაზე და ასევე ვისაუბრეთ ყვლა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც გვადარდებს და გვაფიქრებს დღევანდელობაში“, – ამბობს ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცლერი, მამა აკაკი ჭელიძე.


სასულიერო პირები ეკლესიის საკითხებზე კვლავ შეიკრიბებიან.


კოტე აკოფაშვილი