top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"თითოეული ბავშვი უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს" – პაპი ფრანცისკე


„ბავშვის დაბადება ყოველი ოჯახის ისტორიის ცვლილებაა. თითოეული ბავშვი უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს“, – წერს პაპი Twitter- ზე დაუნის სინდრომის საერთაშორსიო დღესთან დაკავშირებით.


„კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ბოლო თვეების განმავლობაში, გააუარესა ერთით მეტი ქრომოსომის მქონე ადამიანების სიტუაცია. მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება ახალი გამოთქმა - Down Syndrome Free. დანიასა და ისლანდიაში ქალების 98%, რომელთაც ფეხმძიმობის დროს, ნაყოფს მსგავსი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, აბორტს იკეთებენ. ექიმები კი ამბობენ, რომ ხშირად აღნიშნული დიაგნოზი ზუსტი არ არის“, – წერს პაპი.


სიცოცხლის დამცველთა აზრით, პაპ ფრანცისკეს ასეთი დამოკიდებულბა მაგალითია იმისა, რომ იგი გმობს ისეთ კულტურას, სადაც თავიდან იშორებენ საზოგადოების ყველაზე სუსტ წევრებს. „უამრავია პაპისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებთან შეხვედრების ფოტოები, ამ სცენის უკან იმალება წმიდა მამის თანაგრძნობა ყველაზე სუსტი წევრების მიმართ“, - განაცხადა ოჯახებისა და სიცოცხლის განყოფილების წარმომადგენელმა ვიტორიო შელცომ.


„ერაყში ვიზიტის დროს, პაპი შეხვდა დაუნის სინდრომის მქონე რამდენიმე ადამიანს. იგი ასეთი ფორმით მოგვიწოდებს უფრო მეტად მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ ჩვენი სულიერი საქმიანობის განახლება და მათი ინტეგრაცია. ჩვენმა განყოფილებამ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აღნიშნული პირების მიმართ სამწყსო საქმიანობის განხორციელება. ეკლესია მუდამ იდგა სუსტი წევრების გვერდით. შშმ პირთა დღეს, პაპმა დაწერა, რომ კატეხიზაციებში მათი აქტიური წვლილი ნებისმიერი სამრევლოსთვის უდიდესი სიმდიდრეა. შშმ პირები არიან ოჯახებისათვის საჩუქარი და შესაძლებლობა ერთიანობისა და ურთიერთდახმარებისათვის. ისინი არიან სიხარულისა და ერთობის წყარო, როგორც თავიანთ სახლებში, ასევე ეკლესიაშიც", – აღნიშნა ვიტორიო შელცომ.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page