იერუსალიმში, ბაზილიკაში, სადაც იესოს სამარხია, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა შუასაუკუნეების ყველაზე დიდი საკურთხეველი, რომლის სიგანეც 3,5 მეტრია. საკურთხეველი 1149 წელს აკურთხეს და იგი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.
ბაზილიკის სარემონტო სამუშაოებისას, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგმა ამიტ რეემმა და ისტორიკოსმა ილია ბერკოვიჩმა ქვის ფილის უკან იპოვეს რამდენიმე ტონიანი მარმარილოს საკურთხეველ. „ეს აღმოჩენა ისტორიკოსებისთვის სენსაციაა“, - ნათქვამია ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებაში.
ის ფაქტი, რომ რაღაც „ასეთი მნიშვნელოვანი, შეიძლება დაფარული ყოფილიყო ამდენი ხნის განმავლობაში, ასეთ კარგად შესწავლილ ობიექტში“ ყველა მონაწილისთვის დიდი სიურპრიზი იყო – განაცხადა ისტორიკოსმა ბერკოვიჩმა. გრაფიტის პანელის უკანა მხარე, რომელზეც დატანილი იყო ორნამენტები, მეცნიერებმა მაშინვე აღიარეს, როგორც შუა საუკუნეების ჯვაროსნული საკურთხევლის ოდესღაც ბრწყინვალე წინა მხარედ.
ჯვაროსნების მიერ წმინდა ქალაქის დაკავების შემდეგ, 1149 წელს, უფლის სამარხში არსებული ტაძარი ხელახლა აკურთხეს, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწმინდარი, მუსლიმთა დიდი ბატონობის შემდეგ.
მარმარილოს ბრწყინვალე საკურთხეველი იერუსალიმის ცენტრში იდგა და იგი რომაული სტილის იყო.
„იერუსალიმში მარმარილოს ბრწყინვალე საკურთხევლის არსებობის შესახებ ჩვენ ცნობები გვაქვს მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეებში მომლოცველებისგან“, - განმარტავს ბერკოვიჩი. თუმცა 1808 წელს წმინდა სამარხის ეკლესიის რომაულ ნაწილში გაჩენილი დიდი ხანძრის შემდეგ „საკურთხეველი საზოგადოების ცნობიერებიდან გაქრა“.
ახალი აღმოჩენა გვაჩვენებს, რომ მთავარ საკურთხეველს ადრე უცნობი კავშირი ჰქონდა რომისა და იერუსალიმის ქრისტიანულ სამეფოებს შორის. შუასაუკუნეებში მარმარილოს დამუშავების ტექნიკას ფლობდნენ მხოლოდ და მხოლოდ პაპების ხელოსნები რომიდან და ახალაღმოჩენილი საკურთხევლის დეკორაციების დამუშავებაც მათ ეკუთვნით. ისინი ძველი შენობებიდან ატეხდნენ მცირე რაოდენობის ძვირფას მარმარილოს და ქმნიდნენ გეომეტრიულ ორნამენტებს ქვის ზედაპირზე.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შემდგომი გამოკვლევები პაპის არქივებში, გამოავლენს დეტალებს საკურთხევლის შექმნის ისტორიისა და ოსტატის ვინაობის შესახებ.
შოთა გიქოშვილი
Comentarios