24 –დან 27 ივნისამდე წეროვანში შეხვედრა იგეგმება. თემაზე – „იესოს სახე და ჩვენი სახე მარკოზის სახარებაში“ ბიბლეისტი მამა პიერ დიუმულენი ისაუბრებს. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები უკეთ გაიცნობენ სახარებას, მშვიდ გარემოში შეძლებენ ლოცვასა და ფიქრს და მოისმენენ საინტერესო სემინარს.
მონაწილეობა შეუძლია ყველას. რეგისტრაცია კათოლიკე ეკელსიის წევრთან, ლალი მარგველაშვილთანაა შესაძლებელი (ტელ. 597 11 38 25).
ღირებულება შეადგენს 40 ლარს.
მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ ბიბლია.
Comments