top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იმედის პილიგრიმად ცხოვრების სამი გზა ან რჩევა – ეპისკოპოსის სამწყსო წერილი


ნაწილი VI

პირველი გზა, მთავარი გზა არის სიჩუმე, ლოცვა. სიჩუმისა და ლოცვის სათანადო მომენტების გარეშე გარკვეული ჭეშმარიტებებით ცხოვრება არა მხოლოდ რთულია, არამედ შეუძლებელიც. რა აზრით ეხმარება ლოცვა იმედს? იმ აზრით, რომ ღმერთთან დიალოგში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია აღმოაჩინოს საკუთარი სწორი განზომილებები. ხშირად ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ თავზე, ან ზედმეტად დაკნინებით ან ზედმეტად აღზევებით. ეს გვაგდებს სასოწარკვეთილებაში ან ამპარტავნებაში, რომელიც ასევე სასოწარკვეთილებაა. სიჩუმეში კი შეგვიძლია ვიფიქროთ საკუთარ თავზე დაბალანსებულად, რადგან ღვთის წინაშე ხელახლა აღმოვაჩენთ, ვინ ვართ ნამდვილად; ჩვენს ნიჭებსა და ნაკლოვანებებს, ჩვენი ყველაზე ღრმა სურვილები კვლავ ზედაპირზე ამოდის და ჩვენი მამა ღმერთის წინაშე გვახსენდება, რომ ისინი აღსრულდება. ლოცვა არის გზა, რომ შევიდეთ ღვთის მზერაში ჩვენზე და სამყაროზე. უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ შევხედოთ საგნებს, როგორც ის უყურებს. განვსაჯოთ ის, რაც ხდება, როგორც ის განსჯის, დავინახოთ იმაში, რაც ხდება ის, რასაც ის ხედავს.

 

მეორე რჩევა: სიტყვების გამოყენება. სიტყვას დიდი წონა აქვს ჩვენს ცხოვრებაში და შეძლება იყოს ზრდის ან დეპრესიის წონა; შეიძლება იყოს კონსტრუქციული ან დესტრუქციული წონა. ჩვენს შორის საუბარი არის ერთ–ერთი ფუნდამენტური გზა, რომელიც გვაახლოებს ან გვაშორებს იმედს, რომელიც მას ბადებს ან ანადგურებს. ხშირად არის ჩვენს შორის, ჩვენს სახლებში, მეგობრებს შორის, ოჯახში, საუბრის მანერა, რომელიც ფეხებში გცელავს, პირაპირი გაგებით აუქმებს იმ გზის ნაწილს, რომელიც გავიარეთ ან სხვები გადიან. საქმე არ არის ირონიის გარეშე ცხოვრებაში. არამედ იმის გაცნობიერებაში, რომ გარკვეული განსჯა, ნაჩქარები, ინსტინქტური, ან ფიქრის გარეშე საუბარი გართმევს იმედს და ართმევს მას შენს ურთიერთობებსაც. საჭიროა, რომ სულ უფრო მეტად ვისწავლოთ გააზრებული განსჯა და განსაკუთრებით ერთად, რამდენადაც შესაძლებელია. და ბოლოს, სიტყვები უნდა გამოვიყენოთ კითხვის დასასმელად, როდესაც საღამოს მაგიდასთან ვართ მეუღლესთან ერთად: კი მაგრამ რას გვთხოვს ჩვენ ღმერთი? ნაცვლად იმისა, რომ ფუჭი სიტყვეი დავხარჯოთ, ან ნაჩქარები განსჯა გამოვთქვათ, უფრო მიზანშეწონილია ვიკითხოთ, რა არის ღვთის ნება გარკვეულ მოვლენებზე.


ბოლო პუნქტი: ფულისა და მატერიალური სიკეთეების გამოყენება. ადამიანს, რომელსაც იმედი აქვს, არ მიაჯაჭვებს გულს ფულზე. მიჯაჭვულობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, შიშის შედეგია, განსაკუთრებით სიკვდილის შიშისა. ჩვენ ვაგროვებთ ფულსა და მატერიალურ სიკეთეებს, ზოგჯერ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, სიღრმეში, იმიტომ, რომ გვეშინია, რომ მომავალი რაღაც უსიამოვნოს გვიმზადებს. და ვფიქრობთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ სიკეთეებზე, რომლებიც გვაქვს: უფრო მშვიდად და მოდუნებულად ვგრძნობთ თავს, როდესაც გვაქვს ის კონკრეტული სიკეთე, ის განსაზღვრული თანხა ბანკში და ა.შ. „და ვეტყვი ჩემს სულს: ‘სულო, შენ გაქვს ბევრი სიკეთე დაგროვილი მრავალი წლისთვის; დაისვენე, ჭამე, სვი, გაერთე’. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: ‘უგუნურო’ „ (ლუკას სახარებიდან 12,19–20). რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ არ დაგეგმო საკუთარი ხარჯები სწორად, არამედ იმის კითხვაზე: რა არის კრიტერიუმი, რომლითაც მე ვხარჯავ ან არ ვხარჯავ ჩემს ფულს? რატომ მინდა დაგროვება? რატომ მინდა დახარჯვა? გონივრულია ჩემი წუხილი თუ გადაჭარბებულია და შფოთვა მეუფლება? რატომ ამბობს ვიღაც, რომ მეტი სიხარულია გაცემაში, ვიდრე მიღებაში? იმედს იმ სიკეთეებზე ვამყარებ, რაც მაქვს თუ ზეციურ მამაში, რომელიც ზრუნავს თავის შვილებზე? ეს არის ის კითხვები, რომლებზეც საჭიროა გულწრფელად პასუხის გაცემა ჩვენი იმედის გასარკვევად.


 ეს სამი მითითება კარგია და შეუძლია დაეხმაროს იმ ადამიანების განსჯას, რომლებიც, როგორც პილიგრიმები იუბილეს დროს მოისურვებენ პილიგრიმობაში მონაწილეობას. ეს არის ყურადღება, თუმცა, რომელიც ყოველთვის უნდა გვქონდეს, რომ ვიყოთ პილიგრიმები ცხოვრების გზაზე.

პირველი ნაწილი – ‘იმედით მოგზაურნი’


მეორე ნაწილი – ოპტიმიზმი და იმედი




Comentarios


bottom of page