საინფორმაციო სააგენტო Asia News.it - ის ცნობით, 27 ნოემბერს ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, სოფელ ლენოვუში ერთი ოჯახის ოთხი წევრი დახოცეს. ისინი ქრისტიანები იყვნენ, პროტესტანტული ეკლესიის (ხსნის არმია) წევრები.
ქვეყნის უსაფრთხოების საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მკვლელები ტერორისტული დაჯგუფების East Indonesia Mujahidin (MIT) წევრები იყვნენ.
პროტესტანტული ეკლესიის მეთაურმა გუმარ ლუგტომ, საინფორმაციო სააგენტოსთან ამ მკვლელობაზეც ისაუბრა და ასევე გაიხსენა სხვა არაშემწყნარებლური გამოვლინებები, მათ შორის ხსნის არმიის საკუთრებაში არსებული ექვსი სამლოცველოს გადაწვა.
მან ასევე ხაზი გაუსხვა სულავესის რაიონში უახლოეს წარსულში მომხარ შემთხვევებს და მოუწოდა ხელისუფლებას გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები და დასაჯონ დამნაშავეები, რომლებიც ამ დრომდე თავისუფლად დადიან. მან ასევე გაიხსენა 2005 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც სკოლის 3 ქრისტიან მოსწავლეს თავები მოჰკვეთეს.
ინდონეზია მუსლიმური სახელმწიფოა. 2019 წელს, შობის პერიოდში, ხელისუფლებამ ქრისტიანების დასაცავად უსაფრთოების სამსახურის 192 000 თანამშრომელი გამოყო.
წყარო: AsiaNews.it
Comments