• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ისტორიაში პირველად, პაპმა მონაწილეობა თოქ–შოუში მიიღო



“პაპმა ყველას გული მოიგო” – ასე შეაფასა თეოლოგმა ვიტო მანკუსომ იტალიურ ტელევიზიაში, ერთ–ერთ პოპულარულ გადაცემაშიპაპის გამოჩენა. ეს გადაცემა იუმორისა და გართობის ელემენტებს შეიცავს.


ისტორიაში პირველად თოქ–შოუს ეთერში მაყურებელმა პაპი იხილა. ეს არის გადაცემა, სადაც პოლიტიკოსები, კულტურის წარმომადგენლები, სპორტსმენები და მედიის წარმომადგენლები იღებენმონაწილეობას. თოქ–შოუChe tempo che fa შეიცავს კომიზმისა და გასართობ ელემენტებს, მისი წამყვანია ფავბიო ფაციო.


პაპმა ფრანცისკემ ევროკავშირს საერთო საემიგრაციო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ომი არის ქმნილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. დაგმო კლერიკალიზმი ეკლესიაში და მას უწოდა ბოროტების წყარო. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ჰყავს მეგობრები და სჭირდება ჩვეულებრივი ურთიერთობები ხალხთან. რომ იგი არ არის წმინდანი და უყვარს კლასიკური მუსიკა, როგორც ყველა ბუენოს – აირესელს, ტანგოს ცეკვა. მან ასევე ისაუბრა იუმორის მნიშვნელობაზე ცხოვრებაში.


შოთა გიქოშვილი