12 სექტემბერს, ყარაღანდაში ისტორიაში პირველი, წარმოშობით ყაზახი მღვდლის ეპისკოპოსად ხელდასხმის ცერემონია გაიმართა.
პირველი ყაზახი ეპისკოპოსის ხელდასხმის თარიღი დაკავშირებულია სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასთან. ესენია ყარაღანდის საკათედრო ტაძრის კურთხევის 9 წლისთავი (ეს არის ყველაზედიდი საკათედრო ტაძარი შუა აზიაში) და მამა ვლადისლავ ბუკავინსკის ბეატიფიკაციის 5 წლისთავი, რომელიც ამავე ტაძარში აღევლინა.
ახალდადგენილი ეპისკოპოსი 1975 წლის 27 ივლისს საბჭოთა ყაზახეთის სოფელ შორტანდში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი სწავლობდა გნეზნონს (პოლონეთი) უმაღლეს სასულიერო სემინარიაში. დიაკვნად კურთხევის შემდეგ დაინიშნა ყარაღანდის სასულიერო სემინარიის პრეფექტად, მღვდლადკი, 1999 წლის 1 აგვისტოს ეკურთხა, რის შემდეგაც მსახურობდა მაიკუდუკის, წმინდა იოსების სამრევლოში დამხმარე მღვდლად და ეპარქიის კურიაში მუშაობდა.
2001 წლიდან 2003 წლის ჩათვლით, მღვდელიევგენი ზინკოვსკი რომში, წმინდა ჯვრის პაპის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ფილოსოფიის ლიცენციატის ხარისხი მიიღო, ყაზახეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ფილოსოფიის ლექტორად ყარაღანდის სასულიერო სემინარიაში.
2003–2009 წლებში იყო ბალხაშის სამრევლოს წინამძღვარი, ხოლო 2009 – 2011 წლებში კი წინამძღვარი ტემირტაუში.
2011 წელს მამა ევგენი დაინიშნა ეპარქიის კურიის კანცლერად და ამავდროულად, ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის ჟურნალ “კრედოს” რედაქტორად. 2014 წელს კი, ეპისკოპოს ადელიო დელ ოროს ეპისკოპოსად დანიშვნამდე, ასრულებდა ყარაღანდის ეპარქიის სამოციქულო ადმინისტრატორის მოვალეობას. 2015 წლიდან იკავებდა კურიის კანცლერის თანამდებობას. 2018 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კრაკოვის, წმინდა იოანე პავლე მეორის სახელობის პაპის უნივერსიტეტში.
ევგენი ზინსკოვსკი ფლობს რუსულ, პოლონურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments