top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იტალიაში კამილიელთა ორდენის წევრთა კრება მიმდინარეობს

Updated: May 4, 2022



2022 წლის 2 მაისს, იტალიაში, ქალაქ Nemi-ში, Castelgandolfo-ს მახლობლად, დაიწყო სნეულთა მომსახურე ორდენის (კამილიელების) რიგით 59–ე გენერალური კაპიტული (ორდენის წევრთა კრება). იგი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ორდენის როგორც ცენტრალური, ისე ცალკეული ქვეყნების ადგილობრივი ხელმძღვანელობის არჩევით დასრულდება.


აღნიშნულ კრებაში მონაწილეობს კამილიელთა ორდენის მღვდელ–მონაზონი, მამა პავლე დილი.


„ამ კაპიტულზე იმყოფება ყველა პროვინციალი და 2 არჩეული დელეგატი. ვმსჯელობთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ორდენს აქვს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ახლა, პოსტ კოვიდურ სიტუაციაში. აგრეთვე ვმსჯელობთ ჩვენი ორდენის დღევანდელ და სამომავლო მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი გრძელდება 3 კვირის განმავლობაში“, – ამბობს catholic.ge-სთან მამა პავლე.


კაპიტული ორდღიანი რეკოლექციებით დაიწყო, რომელსაც კამილიელთა ორდენის ინდოეთის პროვინციის წარმომადგენელი, მამა უილიამ ერონიმოსე გაუძღვა. მან ჩაატარა მედიტაციები და ლექცია, სახელწოდებით "ჩვენი თვალით დანახული კამილიელთა წინასწარმეტყველური რეალობა სულიერების, ქარიზმატისა და მსახურების გადმოსახედიდან, ჩვენი დროის კონტექსტში".


„ყველა ძმის სახელით გთხოვთ, გაგვამხნეოთ თქვენი ლოცვებით, რათა რეფლექსიის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და კაპიტულზე არსებული ძმური კავშირის მეშვეობით, უფრო და უფრო ვაცნობიერებდეთ ჩვენი ცხოვრების წინასწარმეტყველურ ღირებულებას, განსაკუთრებით სნეულთა და ტანჯულთა მიმართ ჩვენი საერთო სულისკვეთების შუქზე“, – ამბობს მამა პავლე დილი.


ფოტოებისა და ინფორმაციისათვის მადლობა მამა პავლე დილს

catholic.ge

bottom of page