top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იტალიის ერთ–ერთი კლუბის ფეხბურთელს პაპი მღვდლად აკურთხებს


მომავალ კვირას, პაპი მღვდლად ხელს დაასხამს 9 დიაკონს, რომლებიც რომში ემზადებოდნენ მღვდლობისთვის. ერთ-ერთი კანდიდატს საინტერესო ისტორია აქვს.


მას რომთან კავშირი ბავშვობიდან, ფეხბურთის მეშვეობით ჰქონდა. 28 წლის სამუელ პიერმარინი იტალიის საფეხბურთო კლუბ „რომაში“ იზრდებოდა.


როგორც იგი „რადიო ვატიკანთან“ საუბრისას ამბობს, მღვდლობისაკენ მოწოდება მაშინ აღმოაჩინა, როცა საფეხბურთო კლუბში კონტრაქტზე ხელის მოეწერა შესთავაზეს.

მასში გაორებული გრძნობები გაჩნდა. ერთის მხრივ, უნდა ახდენილიყო მისი ოცნება, მეორეს მხრივ კი გრძნობდა, რომ ეს არ იყო მისი გზა.


მისი ეკლესიური გზა ბავშობიდან მოდიოდა ნეოკატეხუმენალურ გზაზე, სადაც მშობლებთან ერთად იყო ჩართული.


„მოწოდება ზეციად არ ვარდება, მას უნდა დაეთანხმო. მოწოდება გრძელი პროცესია, რომლის დროსაც აღმოაჩენ, რომ შენი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს“, - ამბობს მოქმედი დიაკონი.


მისივე თქმით, ფეხბურთს თამაშობდა და მოვიდა მნიშვნელოვანი დღე, როცა უთხრეს, რომ იანვრიდან იქნებოდა კლუბში მეორე მეკარე.


„სტრამოჩიონი, რომელიც იმ დროს ჩვენი მწვრთნელი იყო, მითხრა, რომ თანახმა იყო და შემეძლო კონტრაქტზე ხელის მოწერა, მაგრამ, სწორედ იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ამ საქმისთვის არ ვიყავი შექმნილი. მაშინ დაიწყო უკვე სხვადასხვა შემთხვევების სერია. დავშორდი შეყვარებულს. გამიჩნდა შეკითხვები, შემთხვევით მღვდლობისკენ ხომ არ მიხმობს უფალი?“, - ამბობს ფეხბურთელი.


„ვიცოდი, რომ ეს იყო მოწოდება, მაგრამ ვაგრძელებდი ჩვეულებრივ ცხოვრებას. თუმცა ვიცოდი სად უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი და მშვენიერი რამეები ცხოვრებაში. ჩემი შინაგანი რწმენა ჩემში იყო დათესილი, მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაფერზე ვპასუხობდი „არას“. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვცხოვრობთ რაღაც დიდი საქმეების საკეთებლად. ეს განცდა ჩემში დარჩა და გაჩნდა სურვილი სახარების ქადაგებისა“, - თავის გადაწყვეტილება შეაჯამა სამუელ პიერმარინიმ.


წყარო: deon.pl


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page