top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იუბილე - დიდი დღესასწაული ყველასთვის


ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ხალხი ცხოვრობდა ძალიან ნაყოფიერ მიწაზე.  მთელი წლის განმავლობაში ისინი გულმოდგინედ მუშაობდნენ მინდვრებში, რომ საკვები არ მოკლებოდათ, მაგრამ ყოველ 50 წელიწადში ისინი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდნენ: მუშაობას წყვეტდნენ და ზეიმობდნენ! ამ განსაკუთრებულ წელს ეწოდებოდა საიუბილეო, რომლის განმავლობაშიც ყველა ხარობდა და ერთმანეთს ეხმარებოდა. ვისაც ბევრი ებადა, გაჭირვებულს უნაწილებდა; ვინც შეცდომებს უშვებდა, ბოდიშს იხდიდა. ეს იყო ცხოვრების თავიდან, სუფთა გულით დაწყების პერიოდი.

 

რატომ აღინიშნება იუბილე?

რატომ აღნიშნავდნენ იუბილეს ყოველ 50 წელიწადში? ეს იყო საშუალება გაეხსენებინათ, რომ მიწა ყველას ეკუთვნოდა და ერთმანეთზე უნდა ეზრუნათ. ეს იყო გამოხატულება დიდი სიყვარულისა ერთმანეთის მიმართ, რაც მათ აერთიანებდა და თავს ერთ ოჯახად აგრძნობინებდა.


როგორ აღინიშნება იუბილე ეკლესიაში?

ეკლესიაშიც აღინიშნება იუბილე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ცოტაოდენ იესოს შობასაც ჰგავს, მაგრამ უფრო ხანგრძლივია. იუბილეს  განმავლობაში ყველა ქრისტიანი ვალდებულია რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს: მეტი ილოცოს, დაეხმაროს გაჭირვებულებს და მიუტევოს მათ, ვინც აწყენინა.


რა ღონისძიებები იმართება იუბილეს განმავლობაში?

ამ დროს იხსნება წმიდა კარი: ეს განსაკუთრებული კარია, რომელიც მხოლოდ იუბილეს პერიოდში იხსნება. როცა ამ კარში გადიხარ, თითქოს ხვდები ახალ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია; ადამიანები კეთილ საქმეებს სჩადიან: ეხმარებიან სხვებს, გაჭირვებულებს უძღვნიან სათამაშოებს ან ტანსაცმელს, მუშაობენ მოხალისეებად. მიდიან წმიდა ადგილების მოსალოცად, მაგალითად, ეკლესიასა ან მონასტერში ლოცვისა და მედიტაციისთვის. მიუტევებენ და პატიებას ითხოვენ: ეს არის დრო შერიგებისა იმ ადამიანებთან, რომელთაც ვაწყენინეთ და პატიება მათთვის, ვინც გვაწყენინა.


რატომ არის მნიშვნელოვანი იუბილე?

იუბილე მნიშვნელოვანია, ვიანიდან ის გვახსენებს, რომ ჩვენ, ყველანი, ღმერთის შვილები ვართ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს არის დრო ყველაფრის თავიდან დაწყებისა, სწორად და სიკეთით ცხოვრების დრო, რათა მსოფლიო უფრო სამართლიანი და მეგობრული იყოს.


და შენ რას გააკეთებ მომავალი იუბილეს განმავლობაში?

Iner Georgia

ჟურნალი "საბა"/ 2025, იანვარი

Comments


bottom of page