top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა მშვიდობისათვის ერთად ილოცეს



მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარის, მთავარეპისკოპოს გონდეცკის შორის, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შეხვედრა შედგა.


დღეს, 29 მარტს, ვარშავაში, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და არქიეპისკოპოსმა გონდეცკიმ უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრისას მშვიდობისთვის ერთად ილოცეს.


„ძნელია უყურო ტანჯულთა სახეებს, ძნელია შეხვდე ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სახლი, ახლობლები, შეხვდე ქალებს, ბავშვებსადა მოხუცებს, რომლებმაც დაკარგეს ყველაზე ახლობლები, მთელი ქონება. უბრალოდ, წარმოუდგენელია თუ რა დიდი განადგურება მოუტანა ამ საშინელმა სამხედრო შეჭრამ უკრაინელ ხალხსა და მთელს მსოფლიოს“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა. რომელმაც მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიმართ, უკრაინისათვის გამოხატული მხარდაჭერის გამო.


ნათელია პოზნანის არქიეპისკოპოსის პოზიცია, რომელიც გუშინ, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს შეხვდადა რომლის თქმითაც, "აგრესორის გარკვეული ქმედებები შეიცავენ გენოციდის ელემენტებს, რაც მეტყველებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომზე“.


არქიეპისკოპოს გონდეცკის თქმით, „ორი ომის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი გაფრთხილება. ბატონობის აღვირახსნილმა ლტოლვამ და ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების უპატივცემულობამ განაპირობა წარსულის დამანგრეველი დემონების გამოცოცხლება. უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ვინც გადარჩა, უცნობ ადგილებში დახეტიალობს“.


პატრიარქმა ბართლომემ და არქიეპისკოპოსმა გონდეცკიმ ილოცეს სულიერი ლიდერებისთვის, რათა ისინი გახდნენ მშვიდობის ცოცხალი მაგალითი, სხვა რელიგიის მორწმუნეებისა და მმართველებისათვის, განსაკუთრებით რუსეთისა და უკრაინის მმართველთათვის, რათა იხელმძღვანელონ პრინციპებიდან, რომლებიც მომდინარეობს მათი ერების ქრისტიანული სარწმუნოების ფასეულობებიდან.


„ვილოცოთ ომის სწრაფი შეწყვეტისთვის, სასტიკი ომით სულიერი და სხეულებრივი ჭრილობების განკურნებისთვის. ვითხოვოთ სინანული, მოქცევა და მონანიება, მათთვის, ვინც ეს ომი დაიწყო“.


წყარო: www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page