კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში 1 მილიარდ 345 მილიონია


2018-2019 წლის ჩათვლით, კათოლიკეთა რიცხმა დედამიწის მოსახლეობის 17,7% შეადგინა. ამავე პერიოდში იმატა მღვდლებისა და მუდმივი დიაკვნების რიცხვმა. სამაგიეროდ, თუმცა შემცირდა სემინარიელებისა და ბერ-მონაზონთა რაოდენობა.


ეკლესიის ცენტრალურმა სტატისტიკის სამმართველომ 2019 წლის პაპის ყოველწლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის ბოლოს, კათოლიკეთა რიცხვმა დედამიწის მოსახლეობის 17,7% შეადგინა ანუ 1 მილიარდ 345 მილიონი.


2018 წლიდან, 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში, კათოლიკეთა ზრდა საგრძნობლად შეიმჩნეოდა აფრიკის კონტინეტზე – 3,4 %-ით. მაშინ, როცა ევროპაში, ზოგიერთ საკრებულოში კათოლიკეთა რიცხვმა დაიკლო.


ამავე პერიოდში, მღვდელმსახურთა რაოდენობამ მოიმატა 414 336 ათასით. აფრიკაში მათი რიცხვი 3,5 %–ით გაიზარდა, აზიაში კი 2,9% -ით.


მორწმუნეთა რიცხვი ევროპაში 1,5%-ით შემცირდა, ამერიკაში კი – 0,5%-ით. აფრიკასა და აზიაში მღვდელმსახურთა რაოდენობა 28,9% იყო, მაშინ, როცა ევროპაში ამავე პერიოდში, მათი რიცხვი 40,6 %-ს შეადგენს.


ორი წლის განმავლობაში, სემინარილეთა რიცხვმა მსოფლიოში 1,6%-ით იკლო. ევროპაში კი – 3,8%-ით; აზიაში 2,4 %-ით, თუმცაღა აფრიკაში ამავე პერიოდში მათი რიცხვი 32 212-დან 32 721-მდე გაიზარდა.


სემინარიელთა ყველაზე მეტი რაოდენობა აზიის კონტინეტზეა, მას მოსდევს აფრიკა, შემდგომ ამერიკა, ევროპა და ოკეანეთი.


2019 წელს მსოფლიოში სემინარიელთა რაოდენობა 114 058 შეადგენდა.


ზრდა შეიმჩნევა მუდმივ დიაკვნებში. 2019 წელს მათი რიცხვი 1,5%-ით გაიზარდა, და 49 000–ია. ამერიკასა და ევროპაში ისინი 1,2%-ით მეტი გახდნენ. ოკეანეთში 481 000 მუდმივი დიაკონი მსახურობს.


შემცირდა იმ ბერების რიცხვი, რომლებიც სამღვდლო სანს იღებენ. 2019 წელს ისინი 50 295 იყვნენ, მათი უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში მსახურობს.


ორი წლის განმავლობაში, შემცირდა ასევე მონაზონთა რიცხვი (დედები) 1,8%-ით. რაც შეადგენს 630 099-ს ევროპაში, ამერიკასა და ოკეანეთში შემცირების ხარჯზე. თუმცა აფრიკაში მათი რიცხვი 1,1%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 0,4%-ით მოიმატა.


დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის ბოლოს 3 026 ეკლესიის ეპარქიებში მოღვაწეობდა 5 364 ეპისკოპოსი. ევროპასა და ამერიკაში მათი რიცხვი ისევ მსოფლიო ეპისკოპოსთა რაოდენობის 68,8 %- შეადგენს, შემდეგ მოდის აზია, აფრიკა და ოკეანეთი.


2020 წლის ბოლოს, დაარსდა 2 ახალი სამიტროპოლიტო და 4 ახალი საეპისკოპოსო (2 რომაული წესის, 2 აღმოსავლური წესის). ანგარიშის თანახმად, 2 საეპისკოპოსო აყვანილ იქნა სამიტროპოლიტო ხარისხში, ხოლო 2 ტერიტორიალურ პრელატურასა და 1 სამოციქულო ვიკარიატს მიენიჭა ეპარქიის სტატუსი.

წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
0 comments
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია