top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიაში ადვენტი დაიწყო

დღეს, 28 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიაში ადვენტი დაიწყო. იგი ახალი ლიტურგიული წლის დასაწყისია და ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი ქრისტეს შობისათვის.



წესისამებ, ადვენტი შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყება და გაყოფილია ორ ნაწილად:


პირველი ნაწილი - დასაწყისიდან 16 დეკემბრამდე, როცა აღვნიშნავთ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.


მეორე ნაწილი - 17 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქრისტეს პირველად მოსვლის პერიოდი ანუ შობა.


ამ პერიოდში ტაძრებსა და სახლებში ტრადიციულად ოთხსანთლიანი ფიჭვის ან ნაძვის გვირგვინებს დგამენ.


ფხიზლად ყოფნის გამოსახატავად, კი ტაძრებში წმ. წირვები განთიადისას აღევლინება.

გთავაზობთ ფოტოებს კათოლიკური ტაძრებიდან:



catholic.ge

Comments


bottom of page