top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე მონაზვნების შეხვედრა თბილისში

16 დეკემბერს თბილისში, სალელთა კონგრეგაციის მონაზვნების სახლში გაიმართა საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მონაზვნების სულიერი ვარჯიშები. მას კამილიელი მღვდელ-მონაზონი, მამა პავლე დილი უძღვებოდა. შეხვედრები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.



“პირველი მსგავსი ტიპის შეხვედრა ეპისკოპოსთან, კურიაში შედგა, სადაც გაიწერა მთელი წლის გეგმა, ლოკაციები და თარიღები. მონაწილეობა მიიღო ყველა ორდენისა და კონგრეგაციის მონაზონმა და სულ 14 მონაზონი ვიყავით”, - ამბობს სალელი მონაზონი და შეხვედრის მასპინძელი, დედა ანა გრატკიერევიჩი.

 

”ჩვენ, სასულიერო პირები, მღვდლები, ბერ-მონაზვნები – ერთი ეკლესია ვართ. ჩვენთვის აუცილებელია ფორმაცია, რაც ნიშნავს ჩვენ დაახლოებას იესოსთან. მოცემული თემა” Evangelii Gaudium”, ანუ „სახარების სიხარული“ სტიმულს გვაძლევს, რომ იესოს თვალით დავინახოთ რეალობა. როცა ყოველდღიურ რუტინაში ხარ ჩართული და არავის არ უზიარებ, უბრალოდ მოსაბეზრებელი ხდება ყოველდღიური საქმიანობა, როცა უზიარებ სხვებს შენს სიხარულს, მაშინ იესო შენს ყოველდღიურობაში თან გდევს. როგორც ერთ მონათხრობშია: ქალი მიდის  ზღვის ნაპირზე  და ხედავს ორ ნაკვალევს, ანუ თავისას და ღვთისას... უეცრად ერთი ნაკვალევი ქრება და ქალი იწყებს საყვედურს. უფალო, რატომ მიმატოვე? ხოლო იესო პასუხობს, რომ კი არ მიგატოვე, სადაც მხოლოდ ერთი ნაკვალევია, იქ მე ხელში აყვანილს გატარებდი. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ იესოს ყოფნა ჩვენში და ვიგრძნოთ მისი სიხარული”, - ამბობს მამა პავლე დილი.

 

მომდევნო შეხვედრა 27 იანვარს, წმინდა ნინოს დღესასწაულზე, ქალაქ ახალციხეში, წმინდა ნინოს კონგრეგაციის მონაზვნების სახლში გაიმართება.



 შოთა გიქოშვილი

 


 

 

Comments


bottom of page