top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე მუსიკოსი და რელიეფურ–წერტილოვანი შრიფტის შემქმნელი


მან, იმავე იარაღით შექმნა რელიეფურ–წერტილოვანი შრიფტი, რითაც მხედველობა დაკარგა. მისმა გამოგონებამ მილიონობით უსინათლოს შვება მოჰგვარა. გაეცანით ლუი ბრაილსა და მის ისტორიას.



ალბათ გსმენიათ ცნობილი ავსტრიელი კათოლიკე კომპოზიტორის, ბეთჰოვენის შესახებ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. მაგრამ თუ იცოდით, რომ უსინათლოთა შრიფტისშემქმნელიც გამოჩენილი მუსიკოსი და გულანთებული კათოლიკე იყო?


ლუი ბრაილი საფრანგეთის პატარა ქალაქ კუვრეში დაიბადა. მისი მამა უნაგირებს აკეთებდა. ერთხელ, როცა ლუი სამი წლის ასაკში მამის სახელოსნოში თამაშობდა და ტყავზე ნახვრეტის გაკეთება გადაწყვიტა, შემთხვევით თვალი დაიზიანა.


მიუხედავად მკურნალობისა, ლუის თვალის ანთება დაემართა. ინფექცია მეორე თვალზეც გავრცელდა და ხუთი წლის ასაკში სრულად დაკარგა მხედველობა. მშობლებს გამუდმებით ეკითხებოდა თუ რატომ იყო სულ სიბნელე? იგი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვეღარასდროს დაინახავდა.


მამამ მას ხელჯოხი გამოუთალა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც ასწავლა. ადგილობრივი მღვდელი და მასწავლებლები აღფრთოვანებულები იყვნენ პატარა ბრაილის სიყოჩაღით. 13 წლის ასაკში ლუი პარიზში გაუშვეს, მსოფლიოში პირველ უსინათლო ახალგაზრდების სკოლაში, რომელიც პედაგოგმა და ფილანთროპმა, ვალენტინა ჰაუიმ შექმნა.


დაწესებულების მოსწავლეებმა კითხვა დიდი ამოზნექილი ასოებით დაბეჭდილი ტექსტების გამოყენებით ისწავლეს. ეს მეთოდი ინსტიტუტის დამფუძნებელმ შექმნა, თუმცა ასეთი წიგნების წარმოების პროცესი ძალიან შრომატევადი იყო და ინაუგურაციის დროს სკოლას მხოლოდ სამი ეგზემპლარი ჰქონდა.


უფრო მეტიც, მოსწავლეებმა დამოუკიდებელი წერისთვის ეს სისტემა ვერ გამოიყენეს. ბრაილის მამამ შვილს ტყავის სქელი ანბანი გაუკეთა, რათა სახლში ასოების დახატვით წერა შესძლებოდა.


12 წლის ასაკში ბრაილმა შეიტყო შრიფტული დამწერლობის არსებობის შესახებ, სახელწოდებით „ღამის დამწერლობა“, რომელიც შეიმუშავა არტილერიის კაპიტანმა ჩარლზ ბარბიემ. იგი განკუთვნილი იყო სამხედრო გამოყენებისთვის, რათა ჯარისკაცებს წერილების წაკითხვა თითებით შესძლებოდათ, სიტყვების გამოყენების გარეშე, თუნდაც სრულ სიბნელეში. თუმცა გამოგონებამ არმიაში აღიარება ვერ პოვა, რადგან ძალიან რთულად ითვლებოდა.


ჩარლზ ბარბიერმა გადაწყვიტა, რომ ის ხელმისაწვდომი ყოფილიყო უსინათლო ახალგაზრდების ინსტიტუტისთვის. მისით განსაკუთრებით ლუი ბრაილი იყო დაინტერესებული. სამი წლის განმავლობაში იგი იქამდე მუშაობდა, სანამ არ შექმნა მხედველობის დაქვეითებული ადამიანებისთვის გამარტივებული, ორიგინალური წერტილოვანი შრიფტის სისტემა შამფურის გამოყენებით, ანუ ხელსაწყოს, რომელმაც იგი დააბრმავა. როგორც თვითონ თქვა.


„ფართო გაგებით კომუნიკაციაზე ხელმისაწვდომობა არის ცოდნის ხელმისაწვდომობა და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ (უსინათლოები) არ ვიყოთ მოძულებული ან დაგმობილი მხედველობის მქონე ადამიანებისაგან.. ჩვენ არ გვჭირდება სიბრალული და არც შეხსენება გვჭირდება, რომ დაუცველები ვართ. ჩვენ უნდა მოვიქცეთ, როგორც თანასწორები და კომუნიკაცია არის გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამის მიღწევა“, – აცხადებდა ბრაილი.


საბოლოოდ, რამდენიმე შესწორების შემდეგ, ბრაილმა 15წლის ასაკში შექმნა წერტილოვანი შრიფტი უსინათლოებისთვის. ეს შრიფტი მან 5 წლის შემდეგ,მათემატიკური და მუსიკალური აღნიშვნით გაფართოებული ვერსიით გამოაქვეყნა.


ბრაილი გატაცებული იყო მუსიკით და ჰქონდა ჩელოსა და ორღანის დაკვრის ნიჭი. 1834–1839 წლებში მუშაობდა ორღანისტად პარიზის წმინდა ნიკოლა-დე-შამპის ეკლესიაში, შემდეგ კი ქალა ვინსენტ დე პოლის ეკლესიაში. მან საორღანო კონცერტებით მთელი საფრანგეთის მასშტაბით გასტროლები მოაწყო.


როდესაც სწავლა დაასრულა, უსინათლოთა ინსტიტუტში ასისტენტ-მასწავლებლის თანამდებობა შესთავაზეს. როგორც დამოუკიდებელი მასწავლებელი, ის 24 წლის ასაკში სათავეში ჩაუდგა მოსწავლეებს. დაწესებულებაში თითქმის მთელი ცხოვრება ასწავლიდა ისტორიას, გეომეტრიასა და ალგებრას.


საინტერესოა, რომ ბრაილის შრიფტმა ფეხი ვერ მოიკიდა ინსტიტუტში. სკოლის დამაარსებლის ვალერინ ჰაუის მემკვიდრეები მტრულად განწყობილნი იყვნენ მის მიმართ. ბრაილის შრიფტით ისტორიის სახელმძღვანელოს გამოყენების გამო რეჟისორმა ალექსანდრე ფრანსუა-რენე პინიემ სამსახური დაკარგა.


ბრაილი 43 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მის მიერ შემუშავებული სისტემა საბოლოოდ იქნა მიღებული უსინათლო ახალგაზრდების სამეფო ინსტიტუტში. მან პოპულარობა მოიპოვა ფრანკოფონიის მთელსტერიტორიაზე.


პირველი ევროპული კონფერენცია ტიფლოპედაგოგებისთვის (უსინათლო ბავშვებთან მუშაობა) 1873 წელს ჩატარდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბრაილის შრიფტით შექმნილ სისტემაზე დადებითად ისაუბრა უსინათლო ბრიტანელმა ექიმმა, დოქტორმა თომას როდს არმიტაჟმა. მან დაიწყო გავრცელება მსოფლიოში. კალიფორნიის უსინათლოთა სკოლის დირექტორმა, დოქტორმა რიჩარდ სლეიტინგ ფრენჩმა თქვა მის შესახებ: „ის ატარებს გენიალურობის ნიშანს, როგორც თავად ლათინური ანბანი“.


როდესაც ბრაილის შრიფტით დაწერილ რაიმე დასახელებას ან სახელს ხედავთ, ილოცეთ იმ კაცისთვის, ვინც ის შექმნა. იგი იქცა კურთხევად მილიონობით ადამიანისთვის, ვისთვისაც „ყოველთვის სიბნელეა“. დაე, მარადიული შუქი ანათებდეს ლუი ბრაილს.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page