top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე სასულიერო პირების საერთო შეხვედრა

29-30 აპრილს, კათოლიკე მღვდლების, დიაკვნებისა და ბერ-მონაზვნების საერთო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის პირველი დღე მედიტაციასა და ლოცვას მიეძღვნა. მეორე დღე კი, რელიგიურ/ კულტურულ ექსკურსიას დაეთმო.


პირველ ნაწილში მონაწილეებისთვის მედიტაციით ჩაატარა ასირიულ–ქალდეური წესის ქორეპისკოპოსმა, ბენიამინ ბეთ იადგარმა, რის შემდეგაც თაყვანისცემის ლიტურგია და საღამოს ლოცვა აღევლინა.


 30 აპრილს, მღვდლებმა, ბერ–მონაზვნებმა და დიაკვნებმა წმ. წირვა აღავლინეს ქალაქ რუსთავში, ღვთიური გულმოწყალების სახელობის კათოლიკურ ტაძარში.


 დღის მეორე ნახევარში, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მონაწილეები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში გაემგზავრნენ და სულხან–საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მოინახულეს.


 მსგავს შეხვედრებს კათოლიკე ეკელსიის ადმინისტრაცია პერიოდულად აწყობს.



Comments


bottom of page