პოლონეთის ქალაქ ოპოლეში, კათოლიკეებმა მართლმადიდებლებს საკუთარი ტაძარი დაუთმეს. კვირაობით კათოლიკური და მართლმადიდებლური ლიტურგია ერთსა და იმავე შენობაში, ერთსა და იმავე დროს იწყება.
პოლონეთის ქალაქ ოპოლეში, კათოლიკურ ტაძარში კათოლიკეებთან ერთად მართლმადიდებლებიც ლოცულობენ. ტაძრის პირველი სართულზე განთავსებულ სამლოცველოდან მართლმადიდებლური გალობა ისმის, ზედა სართულიდან კი – კათოლიკური. აქ, ყოველ კვირას, წირვა ორივე რელიგიის აღმსარებლებისათვის 11:00 საათზე იწყება.
მართლმადიდებელ სამრევლოზე პასუხისმგებელია მამა სტანისლავ (ევტაქე) სტრახი, რომელიც ოპოლედან 50 კილომეტრში მდებარე კენძეჟინ-კოზლესსამრევლოს წინამძღვარია.
წმ. პეტრესა და წმ. პავლეს სახელობის კათოლიკურ ტაძარში ლიტურგიების აღვლენის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვროცლავისა და შჩეჩინის არქიეპისკოპოს იეჟისა (მართლმადიდებელი) და რომაულ-კათოლიკური წესის ეპისკოპოს, ანჟეი ჩაის შორის შეხვედრაშედგა.
არქიეპისკოპოსმა იეჟიმ მამა სტანისლავისგან შეიტყო, რომ საპასექო ღვთისმსახურებაზე კენძეჟინ-კოზლეში დაახლოებით 150 მორწმუნე მივიდა, რომელთა უმრავლესობაც ძირითადად ოპოლესა და მისი შემოგარენიდან იყო. შესაბამისად, იმ ადგილზე სამრევლოს ჩამოყალიბება სწრაფად დაიწყო.
ეპისკოპოსმა ჩაიმ მართლმადიდებლებს თავდაპირველად წმინდა ალექსის სამლოცველო შესთავაზა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბერძნული წესის კათოლიკეებმა დატოვეს. სამლოცველო საკმაოდ პატარა აღმოჩნდა, შესაბამისად, ეპისკოპოსმა მართლმადიდებელ მრევლს ცენტრში არსებულიწმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს სახელობის ტაძარი დაუთმო. მათ მეორე ვარიანტი აირჩიეს.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მართლმადიდებლებს აღნიშნული ტაძრით სარგებლობა იმდენ ხანს შეუძლიათ, რამდენისსაჭიროებაც იქნება.
მამა სტანისლავი შეხვდა ქალაქ ოპოლეს ვიცე–პრეზიდენტს და სთხოვა საკუთარი მრევლისთვის ტაძრის ასაშენებლად შესაბამისი შენობა ან ადგილი გამოყონ.
წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძრის სამლოცველოში შეკრებილ მართლმადიდებლებს გულთბილად მიესალმა ტაძრის კათოლიკე წინამძღვარი და ოპოლეს დეკანი, მღვდელი რაფალ შვერცი. მან კმაყოფილება გამოხატა, იმის გამო, რომ ტაძარი ქრისტიანთა ლოცვას ემსახურება და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი და კათოლიკე ეკლესიის მესვეურთა თანადგომა მათ მიმართ.
მსახურებას დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის, უმრავლესობას უკრაინელები წარმოადგენდნენ, თუმცა ასევე იყვნენ:რუსები, სერბები, ქართველები, ბელარუსები და ბულგარელები.
სპეციალური მადლობა ოპოლეში მცხოვრებ ბელა ვალეჩკო-აფრიამაშვილს
Comments