• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

“კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში" - V საერთაშორისო სიმპოზიუმი



2022 წლის 7-8 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;


სიმპოზიუმი მიეძღვნება წმიდა საყდრისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, შესაბამისად, განსაკუთრებით მისასალმებელი იქნება მოხსენებები, რომლებიც აღნიშნულ თემას შეეხება. წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ, გამოიცემა კრებულის სახით;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია და წმიდა საყდრის საელჩო საქართველოში.


სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე სტუდენტებს, რომელთათვის ცალკე, სტუდენტური პანელი იქნება დათმობილი.


მნიშვნელოვანი ვადები:


2022 წლის 22 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია

2022 წლის 24 მაისი - სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.


სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;


აუცილებელი მოთხოვნები:

მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.

მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი გვერდის ფორმატი - А4 გვერდის ველი : – 2 სმ შრიფტი: ქართული – sylfean ზომა _ 12 ინგლისური/იტალიური – Times New Roman, ზომა _ 12 ინტერვალი – 1 (Single) აბზაცი – 1 სმ

ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14

მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე.


წყარო: sabauni.edu.ge