კათოლიკურმა ციფრულმა სამუსიკო ქსელმა ახალი აპლიკაცია SpotiCatolico ჩაუშვა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოუსმინონ და ჩამოწერონ 500–ზე მეტი მუსიკა და საგალობელი, რომლებიც რეგისტრირებულია კათოლიკე შემსრულებლის მიერ.
„ჩვენი მიზანია, ამ პლატფორმით მოვახდინოთ მუსიკისა და საგალობლების წინ წამოწევა. ასევე დავეხმაროთ ადამიანებს შეინრჩუნონ თავიანთო სულიერი ცხოვრება, პირადი ურთიერთობა ღმერთთან და სიყვარული უფლისადმი“, – ამბობს SpotiCatolico-ის დირექტორი კერვინ ფრომეტა.
მისი თქმით, სურვილი აქვს კათოლიკური მუსიკა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, შემსრულებლებმა წინ წამოსწიონ თავიანთი შემოქმედება, ხოლო მომხმარებლებმა აღმოაჩინონ ახალი სამუსიკო მსახურება მთელს მსოფლიოში. ასევე, აპლიკაციით მომხმარებლებს შეეძლებათ გაუზიარონ ერთმანეთს საყვარელი საგალობლები და სადიდებელი ჰიმნები. ამისთვის მას თან ერთვის სოციალურ ქსელებში მუსიკის გაზიარების ფუნქცია.
აპლიკაცია უფასოა და იყენებს YouTube-ს პლატფორმას. იგი ასევე იძლევა მუსიკის ჩამოწერის საშუალებას იძლევა Itunes-დან და Amazon-იდან.
„აპლიკაცია საკმაოდ მარტივია და მომხმარებლებისთვის არ წარმოადგენს დიდ შრომას, საძიებო სისტემაში მოძებნონ საყვარელი მუსიკალური შემოქმედება. უბრალოდ, უნდა ჩაწერონ მუსიკის ან ლოცვის სახელწოდება. სხვათა შორის, აქ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ლოცვები მუსიკალური მსახურებისთვის და წმიდა წირვებისთვის“, – განმარტავს SpotiCatolico-ს დირექტორი.
SpotiCtolico ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე. მისი ჩამოტვირთვა, 2020 წლის დეკემბრიდან, Android-ის სისტემისთვის ხელმისაწვდომია GooglePlay-დან, ხოლო Apple-ს სისტემისთვის Applestory-დან
წყარო: Roma reports new agency
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments