top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კარდინალები, რომლებიც კონკლავში მონაწილეობას მიიღებენ

Updated: Apr 30

2025 წლის 7 მაისს, ახალი პაპის ასარჩევად, "სიქსტეს კაპელაში" კარდინალები შეიკრიბებიან. მათ შორის: 53 ევროპიდან, 37 ამერიკიდან (16 ჩრდილოეთ ამერიკიდან, 4 ცენტრალური ამერიკიდან, ხოლო 17 სამხრეთ ამერიკიდან), 23 აზიიდან, 18 აფრიკიდან და 4 ოკეანეთიდან.


267-ე პაპის ასარჩევად მოწვეული 135 კარდინალ–ამომრჩეველი წარმოდგენილია ხუთი კონტინენტის 71 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათგან ორი მონაწილეობას ვერ შეძლებს, რის გამოც, კონკლავში 133 კარდინალი შევა.


წარმოდგენილია ევროპის 18 ქვეყანა, აზიის – 17, აფრიკის – 17, ამერიკის 15 და ოკეანეთის 4.


პირველად ისტორიაში, 15 სახელმწიფოს ჰყავს საკუთარი ეროვნების წარმოამდგენელი კარდინალი–ამომრჩეველი. ეს ქვეყნებია: ჰაიტი (ჩიბლი ლანგლუა), კაბო ვერდე (არლინდო ფურტადო გომეში), მიანმარი (ჩარლზ მაუნგ ბო), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (დიედონე ნზაპალაიანგა), პაპუა-ახალი გვინეა (ჯონ რიბატი), მალაიზია (სებასტიან ფრენსისი), შვედეთი (ანდერს არბორელიუსი), ლუქსემბურგი (ჟან-კლოდ ჰოლერიხი), რუანდა (ანტუან კამბანდა), აღმოსავლეთი ტიმორი (ვირჯილიუ დუ კარმუ და სილვა), ტონგა (სოანე პატიტა პაინი მაფი), სინგაპური (უილიამ სენ ჩაი გო), პარაგვაი (ადალბერტო მარტინეს ფლორესი), სამხრეთი სუდანი (სტეფენ ამეიუ მარტინ მულა) და სერბეთი (ლადისლავ ნემეტი).


სულ ამომრჩეველ კარდინალთა განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

— 53 ევროპელი

— 37 ამერიკელი (16 ჩრდილოეთ ამერიკიდან, 4 ცენტრალური ამერიკიდან, 17 სამხრეთ ამერიკიდან)

— 23 აზიელი

— 18 აფრიკელი

— 4 ოკეანელი


ამომრჩეველი კარდინალები ბოლო სამი პონტიფიქსის პერიოდიდან


ყველაზე ახალგაზრდა ამომრჩეველი–კარდინალია 45 წლის მიკოლა ბიჩოკი, წარმოშობით უკრაინელი, რომელიც ავსტრალიაში მოღვაწეობს და მელბურნის უკრაინული ეპარქიის ეპისკოპოსია.


ყველაზე ხანდაზმული კი ესპანელი კარდინალი კარლოს ოსორო სიერაა, რომელიც 79 წლისაა.


ყველაზე მეტი ამომრჩეველი კარდინალი დაბადებულია 1947 წელს — სულ 13, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან მალე შეუსრულდებათ 78 წელი.


მხოლოდ ერთი კარდინალი — ბალდო რეინა, რომელიც 1970 წლის 26 ნოემბერსაა დაბადებული, 55 წლის გახდება. თანატოლი არ ჰყავთ არც კარდინალ ლეო ფრანკს (დაბ. 1971) და არც როლანდას მაკრიცკასს (დაბ. 1972).


კონკლავის „ვეტერანებად“ ითვლება ის 5 კარდინალი, რომლებიც იოანე პავლე II-მ დანიშნა: ფრანგი ფილიპ ბარბარენი, ხორვატი იოსიპ ბოჟანიჩი, უნგრელი პეტერ ერდო, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან ვინკო პულიჩი და განადან პიტერ ტურკსონი.


ამჟამინდელ ამომრჩეველთაგან 22 კარდინალი პაპმა ბენედიქტე XVI-მ დანიშნა, ხოლო 108 კარდინალი უკვე პაპ ფრანცისკეს მიერაა დანიშნული.


რელიგიური ორდენების კარდინალები


ამომრჩეველ კარდინალებს შორის 33 კარდინალი ეკუთვნის 17 სხვადასხვა რელიგიურ ორდენს.


ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს სალეზიანები — 5 კარდინალი:

  • ჩარლზ მაუნგ ბო

  • ვირჯილიუ დუ კარმუ და სილვა

  • ანხელ ფერნანდეს არტიმე

  • კრისტობალ ლოპეს რომერო

  • დანიელ სტურლა ბერჰოე

4-4 კარდინალი ჰყავთ მცირე ძმათა ორდენს (ფრანცისკანელებს):

  • ლუის კაბრერა ერერა

  • პიერბატისტა პიცაბალა

  • ხაიმე სპენგლერი

  • ლეონარდო შტაინერი

და იეზუიტებს:

  • სტივენ ჩოუ საუ-იან

  • მაიკლ ჩერნი

  • ჟან-კლოდ ჰოლერიხი

  • ანხელ როსი

ფრანცისკელ კონვენტუალებს ჰყავთ 3 კარდინალი:

  • ფრანსუა-ხავიერ ბუსტილიო

  • მაურო გამბეტი

  • დომინიკ მატიე

სიქსტეს კაპელაში ხმის მიცემაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ:

  • 2 დომინიკელი: ტიმოთი პიტერ ჯოზეფ რედკლიფი და ჟან-პოლ ვესკო

  • 2 ლაზარისტი: ვისენტე ბოკალიჩ იგლიჩი და ბერჰანეიესუს სორაფიელი

  • 2 რედემპტორისტი: მიკოლა ბიჩოკი და ჯოზეფ ტობინი

  • 2 ვერბიტი (ღვთის სიტყვის მისიონერი): ტარციზიო კიკუჩი და ლადისლავ ნემეტი

გარდა ამისა, კონკლავში მონაწილეობენ:

  • ავგუსტინელი: რობერტ პრევოსტი

  • კაპუცინი: ფრიდოლინ ამბონგო ბესუნგუ

  • კარმელიტი: ანდერს არბორელიუსი

  • ცისტერციელი: ორანი ჟუაო ტემპესტა

  • წმინდა პიოს საერო ინსტიტუტის წევრი: ჟერალდ ლაკრუა

  • ნუგეშინის მომნიჭებელი მისიონერი: ჯორჯო მარენგო

  • იესო ქრისტეს წმინდა გულის მისიონერი: ჯონ რიბატი

  • სკალაბრინელი: ფაბიო ბაჯო

  • სპირიტანი (წმ. სულის კონგრეგაციიდან): დიედონე ნზაპალაიანგა


რა წერია კანონიკური სამართლის კოდექსში


კანონიკური სამართლის კოდექსის 349-ე კანონი განსაზღვრავს, რომ კარდინალები „შედგენენ განსაკუთრებულ კოლეგიას, რომელსაც ეკისრება რომის პაპის არჩევის უზრუნველყოფა“. იგი ასევე აღნიშნავს, რომ კარდინალები „უჭერენ მხარს“ პაპს — როგორც კოლეგიალურად, როცა ერთად იკრიბებიან ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, ასევე ინდივიდუალურად, როდესაც საკუთარ სამსახურებრივ ფუნქციებში ემსახურებიან უნივერსალური ეკლესიის ყოველდღიური საქმიანობის მართვას.


აპოსტოლური კონსტიტუცია Universi Dominici Gregis კი ადგენს, რომ პეტრეს მემკვიდრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ ის კარდინალები, რომელთაც პაპის გარდაცვალებამდე ან წმინდა ტახტის გათავისუფლებამდე არ შეუსრულებიათ 80 წელი.

სწორედ ამიტომ გამოიყოფა ამომრჩეველი და არამომრჩეველი კარდინალები.


ამჟამად, კარდინალთა კოლეგია სულ 252 წევრისგან შედგება, მათგან 135 ამომრჩეველია და 117 — არაამომრჩეველი.



შოთა გიქოშვილი

Kommentare


bottom of page