top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კარდინალთა საბჭომ პანდემიისა და სინოდური გზის საკითხები განიხილა



13-15 დეკემბერს, კარდინალების საბჭო ვატიკანის რეზიდენციის "წმინდა მართას სახლში" შეიკრიბა. შეხვედრებს ესწრებოდნენ კარდინალები: პიეტრო პაროლინი, ჯუზეპე ბერტელო, ოსკარ როდრიგეს მარადიაგა, რაინჰარდ მარკსი, შონ პატრიკ ომალი, ოსვალდ გრაციასი და ფრიდოლინ ამბონგო ბეზუნგუ. ასევე საბჭოს მდივანი მარკო მელინო.


უმაღლესმა იერარქებმა განიხილეს პოლიტიკური და ჯანდაცვისსისტემა. განსაკუთრებული ყურადღება კორონა ვირუსის პანდემიას დაეთმო. თითოეულმა კარდინალმა თავის რეგიონში არსებული სიტუაცია აღწერა.


კარდინალმა გრეკმა ეპისკოპოსთა სინოდის მომზადების შესახებ ისაუბრა.აქცენტი ადგილობრივ საეპისკოპოსო კონფერენციებსა და საეროთა ენთუზიაზმზე გაკეთდა.


წმინდა მამა 14 და 15 დეკემბერს გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა და განხილულ თემებზე თავისი შეხედულებები წარმოადგინა. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა 2022 წლის თებერვალში გაიმართება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page