დღეს, 12 სექტემბერს, ვარშავაში კარდინალ სტეფან ვიშინსკი ნეტარად შერაცხეს. პროცესია ვარშავაში 12:00 საათზე გაიმართა. ნეტარად შეირაცხა კიდევ ერთი მონაზონი, ელისაბედ როზა მარია ჩეცსკა.
ვინ იყო სტეფან ვიშინსკი
სტეფან ვიშინსკი დაიბადა 1901 წლის 3 აგვისტოს, პოლონეთში, ზუზლეაში. მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1924 წელს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგიემალებოდა „გესტაპოს“, ვარშავის აჯანყების დროს კი, ასრულებდა კაპელანის მოვალეობას აჯანყებულთა საავადმყოფოში.
ომის დასრულების შემდეგ, ვლოცვავკას სასულიერო სემინარიის რექტორი გახდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც მღვდლად ეკურთხა.
1946 წლის მაისში ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული იქნა „იასნა გურაზე“.
ორი წლის შემდეგ, 1948 წლის ნოემბერში, პაპ პიუს XII-სგან მიიღო გნეზნოსა და ვარშავის არქიეპისკოპოსის წოდება და პოლონეთის პრიმასი (უმაღლესი სასულიერო იერარქის ტიტული პოლონეთში) გახდა. იგი შეუდგა პოლონეთის ეკლესიის ხელმძღვანელობას კარდინალ აუგუს ჰლონძის შემდეგ.
1953 წელს, პაპმა იგი კარდინალთა კოლეგიუმის წევრად დანიშნა .
კომუნისტური რეჟიმისა და მისი რეპრესიების დროს, ვიშინსკი მთელს ერში იცავდა ეკლესიისადა საზოგადოების ქრისტიანული იდენტობას.
ამავერეჟიმმა იგიდააპატიმრა და 1956 წლამდე პოლონეთის სხვადასხვა ადგილში დაატარებდნენ.
“თუ დამაპატიმრებენ და გეტყვიან, რომ პოლონეთის პრიმასმა უღალატა ეკლესიას –ნუ დაუჯერებთ; თუ გეტყვიან, რომ პრიმასს არ აქვს სუფთა ხელები– ნუ დაუჯერებთ. თუ გეტყვიან, რომ პრიმასი მიდის თავისი ხალხისა და სამშობლოს წინააღმდეგ–ნუ დაუჯერებთ. მე, საკუთარ გულზე და ყველაფერზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ეკლესიისათვის”, – ეს სიტყვები კარდინალმავიშინსკიმ 1953 წლის 25 ნოემბერს წარმოთქვა.
მან პატიმრობის დროს პოლონეთში რელიგიური ცხოვრების განახლების პროგრამა შეიმუშავა. საფუძველი ჩაუყარა პოლონეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის დიდ ზეიმს. ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მარქსისტულ კონცეფციას და მუდამ იცავდა ადამიანის უფლებებს.
კარდინალმა ვიშინსკიმ დიდი როლი ითამაშა კაროლ ვოიტილას იგივე წმინდა იოანე პავლე მეორეს პაპად არჩევის პროცესში. შემდეგში პაპიამბობდა: “პეტრე მოციქულის დედაქალაქში არ იქნებოდა პოლონელი პაპი, რომელიც დღეს აღვსილია ღვთისმოშიშებითა და სასოებით, რომ არა შენი რწმენა, რომელმაც გაიარა უამრავი ტანჯვა. რომ არა შენი გმირული იმედი, რომ არა შენი ერთგულება დედა ეკლესიისადმი, რომ არა „იასნა გურა“და ყველა ის შენი ქმედება ჩვენი სამშობლოს ეკლესიაში, რომელთანაც დაკავშირებულია შენი ეპისკოპოსობა და პრიმასის მსახურება”.
კარდინალი ვიშინსკი იყო ზნეობის უბადლო ავტორიტეტი, სულიერი შემოქმედი საზოგადოებაში, რომელმაც კომუნიზმის დამხობაში თავისი წვლილი შეიტანა. 1980–1981 წლებში მხარი დაუჭირა და იცავდა ახლად დაბადებულ მოძრაობას "Solidarność" სხვადასხვა საფრთხისგან.
კარდინალი სტეფან ვიშინსკი გარდაიცვალა 1981 წლის 28 მაისს ვარშავაში.
მისი ბეატიფიკაციის პროცესი გასული წლის მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო აღნიშნულის დროებით შეჩერება მოხდა.
ათასწლეულის პრიმასის (პრიმასი – უმაღლესი სასულიერო იერარქის ტიტული პოლონეთში) ბეატიფიკაციის პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 1989 წელს. 2019 წლის ოქტომბერში პაპმა ფრანცისკემ კანონიზაციის საკითხთა კონგრეგაციას სთხოვა გამოეცა დეკრეტი სასწაულის შესახებ.
ხოლო და ელისაბედ როზა მარია ჩეცკა, „ჯვრის მსახური ფრანცისკანელი დების“ კონგრეგაციის დამაარსებელია. კონგრეგაცია ემსახურება უსინათლო ადამიანებს. მისი ბეატიფიკაციის პროცესი 1987 წლის დეკემბერში დაიწყო.
შოთა გიქოშვილი
Comments