28 ნოემბერს პაპის მიერ ახლადდადგენილმა კარდინალმა, კაპუცინელმა მღვდელმა რანიერო კანტალამესამ ეპისკოპოსის ხელდასხმიდან გათავისუფლება ითხოვა.
იგი 40 წელია პაპის სახლის მქადაგებელია და ეს მსახურება წმინდა პაპის, იოანე პავლე მეორის დროს დაიწყო. თანამდებობაზე იგი დაამტკიცა პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, ხოლო პაპმა ფრანცისკემ კარდინალის წოდება მიანიჭა.
VaticanNews-თან ინტერვიუში კანტალამესამ განმარტა, თუ რატომ ითხოვა გაეთავისულებინათ იგი ეპისკოპოსის მსახურებიდან, როგორც ეს დადგენილია კარდინალების დანიშვნის კანონიკური სამართლით. „ეპისკოპოსად ხელდასხმა არა ღირსების ტიტული, არამედ მისიაა. გახდე ეპისკოპოსი, ნიშნავს გახდე მწყემსმთავარი, მე უკვე 86 წლის ვარ და ჩემს ასაკში არამგონია თავი გავართვა მწყემსობას ხალხისათვის. ამიტომაც ვამჯობინე მეთხოვა წმინდა მამისათვის გავეთავისუფლებინე ამ მოვალეობიდან, ასევე იმიტომ, რომ შემეძლოს დავრჩე სრულუფლებიან კაპუცინელად, ეს კი შეუძლებელი იქნებოდა ეპისკოპოსად ხელდასხის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ფაქტი პირველი არ ყოფილა. ასე იყო იოანე პავლე მეორის დროსაც, ბენედიქტე მეთექვსმეტის დროსაც და პაპ ფრანცისკეს დროსაც“, - განაცხადა კანტალამესამ.
კარდინალი კანტალამესა თავის მსახურებას აგრძელებს საკუთარ ორდენში. იმ შემთხვევაში, როცა არ არის დაკავებული სულიერი ვარჯიშების ჩატარებით ან რომის კურიაში ქადადებებით, იგი ბრუნდება ხოლმე თავის ორდენში, რომელიც მდებარეობს ქალაქ რიეტისთან ახლოს და მოღვაწეობს მონაზვნების ერთ პატარა საკრებულოში.
„მე თორმეტი წლის ასაკში ვიგრძენი მოწოდება მღვდლობისაკენ, ეს იმდენად ნათელი მოწოდება იყო, რომ დღემდე არასდროს დავეჭვებულვარ ჩემს არჩევანში. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს იყო დაუმსახურებელი მადლი ქრისტესგან, რაზეც მხოლოდ და მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყო. ამ ისტორიას ხშირად ვყვებოდი ახალგაზრდებთან სულიერი ვარჯიშების დროს, რათა დავხმარებოდი მათ, გაერჩიათ ნიშნები თავიანთი მოწოდებისა. 60 წელი წმინდა ფრანცისკეს ოჯახში მსახურების შემდეგ, უარი მეთქვა ამაზე ეპისკოპოსის შესამოსელის გამო, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან, ჩემი მამის, ფრანცისკეს და ჩემი ღირებულებების უარყოფა. წმინდა მამამ ფრანცისკემ მომანიჭა სიხარული და დამთანხმდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სიკვდილამე ვემსახურო კაპუცინელი ბერის შესამოსელით“, - აღნიშნა კარდინალმა.
Comments