კარლო აკუტისსა და პიერ ჯორჯიო ფრასატის წმინდანად 7 სექტემბერს შერაცხავენ
- catholic.ge
- Jun 13
- 1 min read
13 ივნისს ვატიკანის სამოციქულო დარბაზში გამართულ კონსისტორიუმზე, პაპმა ლეონ XIV –მ გამოცხადდა, რომ კარლო აკუტისისა და პიერ ჯორჯიო ფრასატის კანონიზაციის თარიღი 7 სექტემბერი, ღვთისმშობლის შობის სერობა იქნება.

პაპმა ლეონ XIV-მ თავისი პონტიფიკატის პირველი რიგითი საჯარო კონსისტორიაზე, კარდინალებთან ერთად ოფიციალურად დაამტკიცა რვა ნეტარის წმინდანად შერაცხვა.
ცერემონიის დროს, წმინდა მამამ გამოაცხადა, რომ ნეტარი პიერ ჯორჯიო ფრასატი და ნეტარი კარლო აკუტისი, 7 სექტემბერს, წმინდანად ერთად იკურთხებიან.
ერთი – მეოცე საუკუნის დასაწყისის წმინდანია, მეორე კი, ოცდამეერთე საუკუნიდან, ორივე მათგანი ახალგაზრდა იყო. მათ კანონიზაციას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რადგან მორწმუნეები მათ განსაკუთრებულ პატივს სცემენ.
ნეტარ პიერ ჯორჯიო ფრასატისა და ნეტარ კარლო აკუტის წმინდანად შერაცხვის შესახებ გადაწყვეტილება პირველად 2024 წლის 20 ნოემბერს, პაპმა ფრანცისკემ საერთო აუდიენციის დროს გამოაცხადა. ამ განცხადებას წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილთაგან აპლოდისმენტები მოჰყვა.
ნეტარ კარლო აკუტის კანონიზაცია, რომელიც 2020 წლის 10 ოქტომბერს ასიზში ნეტარად შერაცხეს, თავდაპირველად 2025 წლის 27 აპრილისთვის – აღდგომის მეორე კვირისთვის იყო დაგეგმილი და მოზარდთა იუბილეს ემთხვეოდა.ნეტარი პიერ ჯორჯიო ფრასატის კანონიზაცია კი 3 აგვისტოსთვის იყო განსაზღვრული, როგორც ახალგაზრდობის იუბილეს უმაღლესი წერტილი.
2025 წლის 21 აპრილს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების დღეს, ვატიკანმა გამოაცხადა ნეტარი კარლოს კანონიზაციის გადავადება, რის შემდეგაც გავრცელდა ვარაუდი, რომ ასევე გადაიდებოდა ნეტარი პიერ ჯორჯიოს კანონიზაციაც.
დაბნეულობა და სავარაუდო გადადების შესახებ ეჭვები საბოლოოდ გასული პარასკევის ოფიციალურმა განცხადებამ გაფანტა. პაპმა ლეონ XIV–მ კონსისტორიის ფარგლებში დაამტკიცა რვა ნეტარის წმინდანად შერაცხვა, მათ შორის — კარლო აკუტისისა და პიერ ჯორჯიო ფრასატის.
ორივე – სხვადასხვა ეპოქისა და ცხოვრების წესის მქონე ახალგაზრდა – განსაკუთრებული თავდადებით ემსახურებოდა ქრისტეს და მრავალი ადამიანის გულში ღრმა სულიერი კვალი დატოვა.
Comments