
16 ივლისს კათოლიკე ეკლესია კარმელის მთის ღვთისმშობლის დღესასწაულს ზეიმობს.
ეს არის მთა, სადაც წინასწარმეტყველმა ელიამ ღმერთს ცეცხლის სასწაული სთხოვა, რათა ეჩვენებინა ისრაელი ხალხისთვის, რომ "უფალი ღმერთია!" და რომ ბაალის წინასწარმეტყველები თაყვანს ცრუ ღმერთს სცემდნენ.
არსებობს ტრადიცია, რომელიც ამბობს, რომ კარმელის ორდენის არაფორმალური დამაარსებელი იყო თავად წინასწარმეტყველ ელია, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.
ორდენის ოფიციალურ დამაარსებლად ითვლება ბერების ჯგუფი, რომლებმაც XIII საუკუნეში კარმელის მთაზე დაიწყეს ცხოვრება და ლოცვა. ისინი თაყვანს სცემდნენ ღვთისმშობელს, როგორც მთა კარმელის ქალწულს და აქედან წარმოიშვა სახელი კარმელიტი.
1226 წელს პაპმა ჰონორიუს III- მ ორდენის წესი დაამტკიცა, 21 წლის შემდეგ კი, ორდენის უფროსად ინგლისელი, წმინდა სიმონ სტოკი აირჩიეს.
1251 წლის 16 ივლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა სიმონს, მისცა მას ყავისფერი სკაპულარი და დაჰპირდა მფარველობას ყველას, ვინც ყავისფერ ჰაბიტს (რელიგიური სამოსი) ატარებს.
მე -20 საუკუნის დასაწყისში, პაპმა პიუს X- მ განაცხადა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს კურთხევა გავრცელდებოდა ყველაზე, ვინც კარმელის მთის ღვთისმშობლის მედალიონს ატარებს.
კარმელის ღვთისმშობლის დღესასწაული კარმელიტებმა 1376–1386 წლებში დააარსეს.
თაკო ფეიქრიშვილი