top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კიარა კორბელას, ახალგაზრდა გოგონას ნეტარად შერაცხავენ

21 ივნისს, ვატიკანში, წმინდა იოანეს ბაზილიკაში, ღირსი ღვთისმსახურის კიარა კორბელას ბეატიფიკაციის ეპარქიული პროცესი დასრულდება. ცერემონიას რომის ეპარქიის ეპისკოპოსი ბალდო რეინა და საეპარქიო სასამართლოს სხვა წევრები წარუძღვებიან.



საერო პირის, მეუღლისა და დედის, კიარა კორბელას მიწიერი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. 24 წლის ასაკში მან იქორწინა ენრიკოზე, რომელიც მეჯუგორიეში მომლოცველობის დროს გაიცნო. ორსულობისას, ნაყოფის განვითარების პროცესში, ულტრაბგერითმა კვლევამ აჩვენა, რომ მას საშვილოსნოს მანკი ჰქონდა. კიარამ და ენრიკომ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნაყოფს არ მოიშორებდნენ. ახალშობილი გოგონა დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე იგი მონათლეს და სახელად მარია გრაცია ლეტიცია დაარქვეს.

 

მალე სიტუაცია განმეორდა. მეორე ორსულობაც ნაყოფის განვითარების პერიოდში სერიოზული პრობლემებით დასრულდა. ამჯერადაც, ახალგაზრდებმა ცალსახა გადაწყვეტილება მიიღეს ორსულობის გაგრძელების შესახებ, თუმცა, ახლა უკვე ახალშობილი ბიჭი, დავიდე ჯოვანი, დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.

 

მესამე ორსულობისას, ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ახლა კიარას ენაზე დაუდგინეს სიმსივნე, მაგრამ მან მკურნალობის გადადება გადაწყვიტა, რათა ნაყოფისთვის არ ევნო. ფრანჩესკოს დაბადების შემდეგ, ახალგაზრდა დედას ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სიმსივნე ძალიან სწრაფად პროგრესირებდა.

 

28 წლის ასაკში კიარა გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია რომში, თავის ორი გარდაცვლილი შვილის გვერდით. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია მისი ნათქვამი სიტყვები: „ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არ არის რაიმეს კეთება, არამედ დაბადება და სიყვარულისათვის თავის მიძღვნა“.

 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page