2022 წლის გაზაფხულზე, კიევში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის რომაულ–კათოლიკურ ტაძარს კათოლიკეებს დაუბრუნებენ. გადაცემა მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინის კულტურის სამინისტრო ხანძრის შემდეგ ტაძარს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს.
მორწმუნეებმა კულტურის სამინისტროს შესთავაზეს ტაძრის გადაცემის თარიღი განესაზღვრათ:
„მიღწეულია შეთანხმება, რომ ტაძარს დაუბრუნებენ ისტორიულ მეპატრონეებს, მისი აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ანუ დაახლოებით 2022 წლის გაზაფხულზე“, – ნათქვამია ეკლესიის სოციალურ გვერდზე.
2021 წლის სექტემბერში ხანძარმა ტაძარში არსებული უნიკალური ორღანი გაანადგურა. მისი რეკონსტრუქციის ხარჯებს მეცენატები და საქველმოქმედო საზოგადოებები ფარავენ.
წმინდა ნიკოლოზის რომაულ–კათოლიკური ტაძარი ერთ–ერთია კიევში, 1970 წლამდე აგებულ ორ რომაულ–კათოლიკურ ტაძარს შორის. იგი 1899–1909 წლებში ნეოგოტიკურ სტილში კიეველი არქიტექტორის ვლაიდსლავ გოროდეცსკის მიერ აიგო.
წყარო: sib-catholic.ru
შოთა გიქოშვილი
Comments