• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კლაუდიო გუჯეროტის ვიზიტი ბელარუსში


ფოტო: belta.by

ბოლო პერიოდში, იყო საუბარი, რომ თითქოს ვატიკანმა ბელარუსი დაივიწყა, ამიტომაც წმინდა საყდარმა უცნაური ნაბიჯი გადადგა.


რომის პაპმა ბელარუსში მოლაპარაკებებზე გააგზავნა არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი, რომელსაც ბელორუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში დიდი გამოცდილება აქვს.


შეგახსენებთ, რომ მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტი ამჟამად არის ვატიკანის ელჩი დიდ ბრიტანეთში. იგი ელჩის სტატუსით მოღვაწეობდა ასევე საქართველოში, ბელარუსსა და უკრაინაში.


კლაუდიო გუჯეროტი, 2013 წელს, რთულ პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბელარუსის ხელისუფლებასთან. საკითხი ეხებოდა მამა ვლადისლავ ლაზარის დაკავებას, გარდა ამისა, იგი 2010 წელს მონაწილეობდა ტყვეების განთავისუფლების საქმეში. იგი ერთადერთი პიროვნება იყო, რომელმაც ციხეს გვერდი აუარა და შეხვდა დაკავებულებს. შემდგომ მან ამაზე მოახსენა რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს.


ზუსტად ამიტომ, პაპმა ფრანცისკემ ლუკაშენსკოსთან მოსალაპარაკებლად ბელარუსში გააგზავნა ყველაზე გამოცდილი დიპლომატი. ვატიკანში იმედს გამოთქვამენ, რომ იგი შეეცდება მოაგვაროს ბელარუსში ეკლესიის საკითხი და ასევე შეეხება რეპრესიებისა და პოლიტპატიმრების საქმეს.


შეგახსენებთ, რომ მისი აღმატებულება, არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი გახლდათ ვატიკანის ელჩი საქართველში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 2001-2011 წლებში.


წყარო: belta.by


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/