წმიდა საყდარმა კორეში, ე.წ. ჰაემის წამებულთა სანკტუარიუმი მომლოცველთა საერთაშორისო ადგილად აღიარა. მასში მოხსენიებულია 2 000 მორწმუნე კათოლიკეს მოწამეობრივი აღსასრული, რომლებიც მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ცოცხლად დამარხეს. ამ ადგილზე, სამხრეთ კორეაში ვიზიტისას პაპმა ფრანცისკემ ილოცა.
აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიიღო სამდივნომ პაპის ახალი ევანგელიზაციის საკითხში, რომელიც დაკავებულია სანკტუარიუმების საკითხით მთელს მსოფლიოში.
კორეის ეპისკოპოსთა კოლეგიუმის მეთაურის თქმით, აღნიშნული მოვლენა ემთხვევა პირველი კორეელი კათოლიკე მღდლისა და მოწამის, წმიდა ანდრეი კიმ ტეო გონას 200 წლის იუბილეს, რაც ხელს შეუწყობს რწმენის გამოცოცხლების კიდევ ერთ იმპულსს.
სანკტუარიუმი სეულიდან 280 კილომეტრში, სეასონში მდებარეობს.
ჰაემის სანკტუარიუმში მოიხსენიება ამ რეგიონში მცხოვრები 2 000 მორწმუნე კათოლიკეს მოწამეობრივი სიკვდილი, 1866-1882 წლებში, დევნის დროს. ადგილობირივი ეკლესიის დამსახურებით, მათი წამების ადგილზე აშენდა 16 მეტრიანი კოშკი. მათგან მხოლოდ 132 მოწამის სახელია ცნობილი.
სანკტუარიუმი ჰაემი თავისი მნიშვნელობით მეორეა სეულში ხოლო მესამე მთელ აზიაში.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
Comentarios