• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლანჩანოს სასწაული - იტალია



ლორეტოდან ბარის მიმართულებით მიმავალ მომლოცველებს ავტობანზე, გზად ხვდებათ მწვანე მიმანიშნებელი ისარი, სადაც წერია – „ლანჩანო“.

ლანჩანო პატარა, ძველი ქალაქია. იგი აბრუცოს რეგიონიდან 29 კილომეტრში მდებარეობს, ადრეატიკის ზღვის გავლით.


ქალაქის უმთავრესი ნაგებობა ეკლესიაა, რომელიც ერთ დროს წმინდა ლონგინოზის სახელზე აშენდა. ეს ის ასისთავია, რომელმაც იესოს ჯვარზე შუბი უგმირა. ამჟამად, ეკლესია წმინდა ფრანცისკეს სახელს ატარებს. საგზაო მაჩვენებლებზე ეკლესია მითითებულია დუბლირებული სახელწოდებით: „ევქარისტიული სასწაულის ეკლესია“ (La Chiesa del miraccolo eucaristico). სწორედ ეს სახელოწოდება უხმობს მომლოცველებსა და ტურისტებს ერთ დროს მსხვილ სამრწეველო, ახლა კი პატარა პროვინციული ქალაქის უძველეს ეკლესიაში.


VIII საუკუნეში, წმინდა ლონგინოზის ეკლესიაში ევქარისტიის საიდუმლო აღევლინა, მაგრამ იმ დღეს საიდუმლოს აღმვლენელ მღვდელს ეჭვები ღრღნიდა, იყო თუ არა სინამდვილეში ქრისტეს ხორცი და სისხლი ის, რაც პურისა და ღვინის საფარქვეშ იმყოფებოდა. მის სულში წარმოშობილი ეჭვი ევქარისტიული სასწაულის მიზეზი გახდა.


ბერს მამა ვასილიანი ერქვა და ცდილობდა განედევნა ეჭვები, მაგრამ ისინი თავს არ ანებებდნენ და მუდმივად უბრუნდებოდნენ: „რატომ უნდა დავიჯერო, რომ პური ხდება ხორცი და ღვინო სისხლი? ვინ დაამტკიცებს ამას? მით უმეტეს, რომ გარეგნულად ისინი არ იცვლებიან და არც არასდროს იცვლებოდნენ. ალბათ, ეს მხოლოდ სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს საიდუმლო სერობას“.


დიახ, მას, შეწირულ კრავს, შეეძლო თავისი ღვთაებრივი ძალით საიდუმლო სერობის დროს გარდაექმნა პური ხორცად და ღვინო სისხლად. მას ყველაფერი შეეძლო, იგი მოვიდან დედამიწაზე მამის ნებით. მაგრამ მან დატოვა ეს ცოდვილი სამყარო და მისცა მას თავისი სიტყვა და კურთხევა. იქნებ თავისი ხორცი და სისხლიც? რამდენად შესაძლებელია ეს? იქნებ თან გაიყოლა ზიარების სადუმლოს ჭეშმარიტება თან „ზე“ სამყაროში? იქნებ ევაქრისტია მხოლოდ რიტუალია და მეტი არაფერი?


ასე ცდილობდა ბერი დაებრუნებინა საკუთარ სულში სიმშვიდე და რწმენა. ამასობაში, მან დაიწყო გარდაქმნის ლოცვის კითხვა და ეკლესია მოიცვა გამაყრუებელმა ყვირილმა. უეცრად, პური, რომელიც გატეხა, მის ხელში სხვა მასად გადაიქცა. იმ მომენტში ბერი ვერ მიხვდა, რა მასა იყო ეს, ხოლო ბარძიმში, ღვინის ნაცვლად, სისხლის მსგავსი ბლანტი წითელი სითხე გაჩნდა.


განცვიფრებული მღვდელი უყურებდა მასას, რომელიც ხელთ ეპყრო. იგი სხეულის თხელი ანათალი იყო, რომელიც ადამიანის კუნთოვანი ქსოვილს ჰგავდა.

ბერს გარს შემოეხვივნენ სხვა ბერებიც, რომლებიც გაოცებას ვერ ფარავდნენ. მამა ვასილიანმა კი აღიარა თავისი ეჭვები, რომლებიც ასეთი სასწაულებრივი გზით დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მღვდელი დაეცა მხულებზე და ღმერთს დიდხანს რაღაცას სთხოვდა. უცნობია ეს იყო პატიებას თხოვნა თუ მადლობის შესაწირავი.


თუმცა, რეალურად, ერთი რამ ცნობილია, რომ ქალაქ ლანჩანოში უკვე 12 საუკუნეა ინახება ქრისტეს სასწაულებრივი ხორცი და სისხლი, რომელიც გარდაიქმნა ეკლესიაში ევქარისტიის აღსრულების დროს. ეს ამბავი მიმდებარე ქალაქებში ელვის სისწრაფით გავრცელდა და უამრავი მომლოცველი მოდიოდა.


გამოხდა საუკუნეები და სასწაული მეცნიერების ინტერესის ობიექტად იქცა. 1574 წელს, წმინდა ხორცსა და სისხლზე არაერთი დაკვირვება მოახდინეს იმ დროის მეცნიერებმა, ხოლო 1970-იანი წლების დასაწყისში, სასწაულის კვლევა დაიწყო მეცინერულ დონეზე.


ერთი მეცნიერის დასკვნა უკმაყოფილებას იწვევდა სიენას სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორებში. 1970 წლის ნოემბერში, ანატომიის, პათოლოგიური ჰისტოლოგიის, ქიმიისა და კლინიკური მიკროსკოპიის ძლიერმა მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ჩაატარეს გამოკვლევები და 1971 წლის მარტში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ლანჩანოში არსებული მერვე საუკუნეში სასწაულებრივად გარდაქმნილი ევქარისტია ნამდვილად ადამიანური სხეული და სისხლი იყო.


სხეული წარმოადგენს ადამიანის გულის კუნთის ქსოვილს, რომელიც შეიცავს მიოკარდს, ენდოკარდს და ცდომილ ნერვს. სხეულის ფრაგმენტი შეიძლება ასევე მოიცავდეს მარცხენა პარკუჭს. მსგავსი დასკვნა განპირობებულია სხეულის ქსოვილში არსებული მიოკარდის მნიშვნელოვან სისქეზე.


სასწაულებრივი სისხლის დიაგრამაც სრულებით შეესაბამება ადამიანის სისხლის დიაგრამას. სხეული განეკუთხვენა სისხლის ერთსადაიმავე ჯგუფს, ამავე ჯგუფს ეკუთვნის სისხლიც. ეს კი არის მეოთხე ჯგუფი– AB. იგი აბსულუტურად ემთხვევა ტურინის სუდარაზე ჩატარებული ანალიზით გამოვლენილ სისხლის ჯგუფს.


მეცნიერები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმას, რომ სხეულის ფრაგმენტი და სისხლი 12 საუკუნეა შენახულია ფიზიკური, ატმოსფერული და ბიოლოგიური აგენტებით, სადაც არ მომხდარა არანაირი ხელოვნური ჩარევა და სპეციალური კონსერვანტების დამატება. ეს კი თავისთავად გამონაკლისს წარმოადგენს.


გარდა ამისა სისხლი, რომელიც ბლანტ მდგომარეობაში მოიყვანეს, სრულიად გამოსადეგია გადასხმისთვის და გააჩნია ახალი სისხლის ყველანაირი თვისება. ანუ აქ საუბარია ცოცხალი ადამიანის სხეულსა და სისხლზე.


სისხლი შეესაბამება იმავე დღეს აღებული სისხლის მახასიათებლებს. ჩვენ კი ევქარისტიაში ვიღებთ იმავე ცოცხალ სხეულს, არა გარდაცვლილ, არამედ ცოცხალი და განდიდებული ადამიანის ხორცს, რათა ვიცოცხლოთ საუკუნოთ, ქრისტესთან ერთად.

მაშინ როცა, ოდოარდო ლინოლი ატარებდა ექსპერიმენტს, სიენის უნივესრიტეტში, ადამიანის ნორმალური ანატომიის პროფესორმა იმავე პერიოდში ჩაატარა კიდევ ერთი ექსპერიომენტი. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთნაირი დადგა.


1981 წელს ექსპერიმენტი განახლებული ტექნოლოგიებითა და სამედიცინო აპარატურით გაიმეორეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც იდენტური შედეგი დაი