9 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს რომის ეპისკოპოსის უმნიშვნელოვანესი საკათედრო ტაძრის კურთხევის დღესასწაულს. ლატერანის ბაზილიკა ეს იყო პირველი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც რომის იმპერიაში აიგო.

საკათედრო ტაძრის კურთხევის დღესასწაული
ვატიკანში, პაპების რეზიდენცია XIV საუკუნიდან იღებს სათავეს. ანუ მას შემდეგ, რაც პაპი გრიგორი IX დაბრუნდა ავინიონის ტყვეობიდან, გადაწყვიტა, რომ უკვე არსებული რეზიდენცია აღარ სურდა. ეს იყო ლატერანის ბორცვზე მდგარი სამოციქულო სასახლე და მასზე მიკრული იყო უწმინდესი მაცხოვრისა და წმინდანების, იოანე ნათლისმცემლისა და იოანე მახარებლის მთავარი საკათედრო ტაძრები.
მის შესასვლელს ლათინურ ენაზე დაწერილი წარწერა ამშვენებდა: “Mater et Caput omnium Ecclesiarum Urbis et Orbis” (ქალაქისა და მსოფლიოს ყველა ეკლესიის დედაო და თავო).
ლატერანის საკათედრო ტაძარი
დასახელება ლატერანი ამ ადგილის შვიდ უძველეს მმართველთან არის დაკავშირებული. ნერონმა გაანადგურა პლატინიუს ლატერანი და მიითვისა მისი ქონება სასახლესთან ერთად, რომელიც ბორცვზე იდგა. სწორედ ამ ბორცვზე მდგარი სასახლე, 313 წელს კონსტანტინე დიდმა უსახსოვრა პაპ სილვესტრ პირველს და ბრძანა, რომ სასახლის გვერდით აეგოთ ბაზილიკა.
ეს იყო პირველი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც აიგო რომის იმპერიაში. პაპ სილვესტერ პირველმა საზეიმოდ აკურთხა იგი 324 წლის 9 ნოემბერს. მრავალი მოინათლა ამ ტაძრის ემბაზში. გადმოცემის თანახმად, თვითკონსტანტინე დიდიც სიცოცხლის ბოლო დღეებში ამავე ტაძარში მოინათლა.
ლატერანის ბაზილიკაში ჩატარდა 5 მსოფლიო საეკლესიოო კრება. 1308 წლამდე ამ ბაზილიკაში 161 პაპი მსახურობდა. ტაძარი არაერთხელ გადაკეთდა.
დღეს გვაქვს ხუთნავიანი უზარმაზარი ზომების მქონე ბაზილიკა, რომელსაც გარს არტყია 15 ქვის ქანდაკება, თითოეული მათგანის სიმაღლე 7 მეტრია, ასევე შიდა სივრცეს ამშვენებს მოციქულთა უზარმაზარი ქანდაკებები განლაგებულ მთავარ ნავებსა და აფსიდებში. ასევე მოზაიკა, რომელიც არის ტაძრის მარგალიტი.
წყარო: aleteia.org
შოთა გიქოშვილი